დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.105.016073 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2012 წლის 22 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ‘’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №14 დადგენილებაში (სსმ 14/07/2010წ.) სარეგისტრაციო კოდი შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) 116-ე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე „www.zugdidi-sakrebulo.ge“.
2. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
3. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები