დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.105.016071 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/02/2012 - 29/10/2012)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2012 წლის 22 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის მე -3 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელებები დანართი №1 -ის შესაბამისად , დანართი №1 თან ერთვის) .
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 იანვრის №2 დადგენილება .
3. მიღებული დადგენილება გადაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას .
4. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონთ დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება .
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის
1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ. კონჯარია
დანართი № 1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და თანამდებობათა დასახელება
| საჯარო მოხელეთა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობების დასახელება | ხელფასის სარგოები ლარობით |
| გამგებელი | 2360 |
| გამგებლის მოადგილე | 900 |
| სამსახურის უფროსი | 700 |
| თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი–თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 700 |
| გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირები | 450 |
| უმცროსი საჯარო თანამდებობა , მათ შორის: |
|
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
| წამყვანი სპეციალისტი | 380 |
| უფროსი სპეციალისტი | 340 |
| სპეციალისტი | 300 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები