დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016061 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2012 წლის 17 თებერვალი
ქ. თერჯოლა
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებაში” (სსმ V, №34, 06.10.2010 წელი, მუხლი 1005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობა და მეთოდოლოგიური მომსახურება.’’
2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სფეროში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ერთმანეთთან კომუნიკაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოთა მიერ ფუნქციათა განსახორციელების მიზნით სარეკომენდაციო და მეთოდოლოგიურ დახმარებას;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, პრობლემური საკითხების შესწავლას, ანალიზს და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.’’
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება.’’
4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას.’.’
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები