დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს (ტიპიური) დებულების დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.126.016060 |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2012 წლის 17 თებერვალი
ქ. თერჯოლა
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს (ტიპური) დებულების დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს (ტიპიური) დებულების დამტკიცების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №27 დადგენილებაში (სსმ V, №34, 06.10.2010 წელი, მუხლი 1002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს (ტიპური) დებულების დამტკიცების შესახებ’’.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს (ტიპური) დებულება თანდართული სახით.’’.
3. დადგენილებით დამტკიცებული ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს (ტიპური) დებულების’’ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს (ტიპური) დებულება’’.
4. დებულების პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო’’.
5. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.’’.
6. დებულების მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის რწმუნებულის მიერ ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;’’.
7. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა
1. ტერიტორიული ორგანო შედგება მუნიციპალიტეტის რწმუნებულისა და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.
3. მუნიციპალიტეტის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
4. ტერიტორიული ორგანოს მოხელეების უფლებამოსილებები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით.
5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.’’.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები