დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.126.016058 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/02/2012 - 15/02/2013)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წლი ს 17 თებერვალი
ქ. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ” ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დადგინდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილება (სსმ, 09/03/2011).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ . ფანჩულიძე
დანართი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე იანგარიშება შემდეგი ფორმულით (CN = IMG X ITL X C X K ) სადაც:
ა) (CN ) არის მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე;
ბ) IMG არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი;
გ) ITL არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი;
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.
მუხლი 2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს 0,43.
მუხლი 3
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი განისაზღვროს 1,0.
მუხლი 4
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი დადგინდეს 30.
მუხლი 5
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე განისაზღვროს:
| № | ტერიტორია | კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი. (0,43X1,0X0,24X30) ლარი | |
| 1 | თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრში (ქ. თერჯოლის ტერიტორია) |
3,096
| |
| 2 | თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის (თბილისი–სენაკი–ლესელიძე) 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის | (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი) 3,096 | |
| 3 | თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის
|
ჩოლაბურის ხიდი – თერჯოლა –ტყიბული
|
(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი) 3,096 |
| ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარა | |||
| ქუთაისი–საფიჩხია–ჭოგნარი | |||
| თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8 – რუფოთი–ალისუბანი–საზანო–თუზი–კიცხი–ქვაციხე |
(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი) 2,167 | ||
| 4 | სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა) |
(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტი) 1,548 | |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები