დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 24/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010230000.20.013.016010 |
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
2012 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებით (სსმ III, 12.03.2009 წ., №28, მუხ.359) დამტკიცებულ „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება ამოღებულ იქნეს.
2. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:
„ი. ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი.“.
3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი, გარდა პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა, ასევე:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს კონტროლის პალატის წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაციას;
ბ) ახორციელებს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულების მონიტორინგს;
გ) ამზადებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის პროექტს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე;
დ) კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, ადგენს კონტოლის პალატის მოხსენებებს წლიური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და წლიური ბიუჯეტის შესრულების შედეგებზე საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ანგარიშის თაობაზე;
ე) ახორციელებს საბიუჯეტო პროცესის მიმდინარე ანალიზს;
ვ) ამზადებს დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორული საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავებს პოლიტიკას და ახორციელებს პროცედურებს, რომელიც მოიცავს:
ა) ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნას;
ბ) ხარისხის კონტროლის სისტემის უწყვეტ მონიტორინგს, რაც გულისხმობს ამ სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მისი პრაქტიკაში განხორციელების ანალიზს - მათ შორის, დასრულებული აუდიტების პერიოდული შემოწმების გზით;
გ) აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმოხილვას, რომელიც ითვალისწინებს აუდიტის ანგარიშის შედგენამდე განხორციელებული საქმიანობის შეფასებას აუდიტის სტანდარტებთან, პროფესიული ეთიკის ნორმებთან და საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
დ) პროფესიული ეთიკის დაცვის უზრუნველყოფას;
ე) ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას.“.
5. მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმა
1. საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი, კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, შეიმუშავებს კონტროლის პალატის წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის პროექტს, რომელიც, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტთან შეთანხმების შემდეგ, განსახილველად წარედგინება პრეზიდიუმს.
2. აუდიტის დეპარტამენტები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატები წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმასთან დაკავშირებით თავიანთ წინადადებებს წარადგენენ არა უგვიანეს მიმდინარე წლის 25 ნოემბრისა.
მუხლი 12. წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულებაზე მონიტორინგი და პასუხისმგებლობა
1. წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი.
2. კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტები და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატები ვალდებულნი არიან საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტს მის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგინონ წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულებისა და არაგეგმური აუდიტის ჩატარების შესახებ ინფორმაცია.
3. წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულებასა და არაგეგმური აუდიტის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ კონტროლის პალატის შესაბამის აუდიტის დეპარტამენტებსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებს.“.
7. მე-14 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტის ბოლო წინადადება ამოღებულ იქნეს.
8. 24-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში სიტყვები „დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით ,,საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი“.
9. 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში სიტყვები „დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი“ შეიცვალოს სიტყვებით ,,საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ბეჟაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები