ს.ს. ”ავტოტრანსსისტემის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

  • Word
ს.ს. ”ავტოტრანსსისტემის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს"ავტოტრანსსისტემა"
მიღების თარიღი 22/02/2012
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
22/02/2012
ვებგვერდი, 24/02/2012
ს.ს. ”ავტოტრანსსისტემის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
ს.ს"ავტოტრანსსისტემა"

 

განცხადება

 სს „ავტოტრანსსისტემის” აქციონერთა საერთო  კრების მოწვევის შესახებ

 სააქციო საზოგადოება „ავტოტრანსსისტემის” დირექტორატი საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ავტოტრანსსისტემის” აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 20 მარტს დღის 12.00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12ა, სს „ავტოტრანსსისტემა”.

 სს „ავტოტრანსსისტემის” კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2012 წლის 28 თებერვალი.

 

დღის წესრიგი:

1. 2011 წლის შედეგების განხილვა.

2. ცვლილებები სამეთვალყურეო საბჭოში.

3. აუდიტორის არჩევა.

4. სხვადასხვა.

 კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოდგენილი საკითხები და მოსაზრებები განხილული იქნება საერთო კრებაზე.

 კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ ს/ს ”საქართველოს რეგისტრატორში”, მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა,ტელ.: 2 25-15-60; 2 22-53-51.

 დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ს/ს ”ავტოტრანსსისტემაში”, მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12ა.

 აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

დირექტორი      თ. ტიკარაძე