„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016329
  • Word
60
22/02/2012
ვებგვერდი, 22/02/2012
200090000.22.033.016329
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №60

2012 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში (სსმ III, №172, 31.12.2010, მუხლი 2552) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედექციით:

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

დამტკიცდეს „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესი“ თანდართული რედაქციით.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესით განისაზღვრება საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევის, საგადასახადო ორგანოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ კონტროლის განხორციელების (მიმდინარე კონტროლის, საგადასახადო შემოწმების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების და სამართალდარღვევების საქმისწარმოების) პროცედურები, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საგადასახადო ანგარიშგების განხორციელების წესი.“;

 გ) მე-20 მუხლის:

გ.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „31. საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით, პირის მიერ მის სახელზე საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა-ს გამოყენება ან სსა-ს გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია დასაშვებია გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე. ასეთ შემთხვევაში, პირი განცხადებით (რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა) მიმართავს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, რომელიც განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს პირს თანხმობის ან უარის თაობაზე.“;

 გ.ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს 32 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„32. ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სსა-ს გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაციის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.“.

დ) II კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 კარი:

„კარი II1

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება

თავი VIII 1

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება

    მუხლი 371. ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება

1. ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება ტარდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ამ თავით და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით დადგენილი წესით.

2. ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირი (შემდეგში – აუდიტორი) – პირი, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს საგადასახადო შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება და შესაბამისი კატეგორია;

ბ) ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება (შემდეგში – ალტერნატიული აუდიტი) – საგადასახადო შემოწმება, რომელიც ამ თავით დადგენილი პირობების დაცვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე ტარდება აუდიტორის მიერ;

გ) ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტი (შემდეგში – შემოწმების აქტი) – აუდიტორის მიერ ალტერნატიული აუდიტის ფარგლებში მომზადებული დასკვნა, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და რომელსაც საგადასახადო მიზნებისთვის აქვს საგადასახადო შემოწმების აქტის სტატუსი;

დ) ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (შემდეგში – შუალედური აქტი) – შემოწმების აქტი, რომელიც ასახავს შემოწმების ცალკეული ეტაპების (საგადასახადო პერიოდების ან/და გადასახადების) შემოწმების შედეგებს, რომელიც შეიძლება შედგეს საგადასახადო ორგანოს და აუდიტორის შეთანხმებით ან ალტერნატიული აუდიტის სპეციფიკის გათვალისწინებით და რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ე) საგადასახადო ორგანო – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) მედიაცია – საგადასახადო ორგანოს/შემოსავლების სამსახურის მიერ ალტერნატიული აუდიტის შედეგებზე გადასახადის გადამხდელის პოზიციის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რომლის წესი მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ. მედიაციის მიზნებისთვის, შემოწმების აქტს (მათ შორის, შუალედურ აქტს) აქვს საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის სტატუსი;

ზ) შემხვედრი შემოწმება – გადასახადის გადამხდელის მიმართ ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას წამოჭრილი (გამოკვეთილი) კონკრეტული საკითხების შემოწმება მასთან ურთიერთობაში მყოფ სხვა გადასახადის გადამხდელთან.

3. პირისათვის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების ჩატარების უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების, აუდიტორისათვის კატეგორიის შეცვლის და ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.

    მუხლი 372. ალტერნატიული აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

1. აუდიტორის უფლებამოსილება და შესაბამისი კატეგორია პირს შეიძლება მიენიჭოს ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურში №241 დანართის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძველზე ან შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ამ პირის თანხმობის შემთხვევაში.

2. პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების საკითხს იხილავს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შექმნილი კომისია (შემდეგში –კომისია), რომელიც სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამის წინადადებას წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსს.

3. პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს:

ა) პირის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაციის დონე და ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) პირის მიერ აუდიტორული/საკონსულტაციო საქმიანობის სფეროში გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლის ოდენობა;

გ) საგადასახადო ორგანოს რეკომენდაცია, რომელიც გამომდინარეობს იმ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან, რომლებსაც პირი უწევდა აუდიტორულ/საკონსულტაციო მომსახურებას.

4. პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პირს აუდიტორის უფლებამოსილება ენიჭება უვადოდ და მიეკუთვნება A, B ან C კატეგორა.

5. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული აქვს A კატეგორია ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისათვის გადასახადის გადამხდელის ბრუნვის ოდენობის მიხედვით შეზღუდვა არ უწესდება.

6. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული აქვს B კატეგორია უფლება აქვს ალტერნატიული აუდიტი ჩაუტაროს მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელს, რომლის დეკლარირებული წლიური ბრუნვა ან ერთობლივი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში ნებისმიერი სრული/არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 3 მლნ ლარს.

7. აუდიტორს, რომელსაც მინიჭებული აქვს C კატეგორია უფლება აქვს ალტერნატიული აუდიტი ჩაუტაროს მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელს, რომლის დეკლარირებული წლიური ბრუნვა ან ერთობლივი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში ნებისმიერი სრული/არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 300000 ლარს.

    მუხლი 373. აუდიტორისათვის მინიჭებული კატეგორიის შეცვლა

1. აუდიტორის კატეგორია შეიძლება შეიცვალოს მისი განცხადებით ან შემოსავლების სამსახურის ინიციატივით.

2. აუდიტორს უფლება აქვს რიგით მომდევნო (მაღალი) კატეგორიის მინიჭების მოთხოვნით განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, თუ მისთვის წინა კატეგორიის მინიჭებიდან გასულია 1 წელზე მეტი. აუდიტორს უფლება აქვს რიგით წინა (დაბალი) კატეგორიის მინიჭების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს მიმართოს ნებისმიერ დროს.

3. შემოსავლების სამსახურის ინიციატივით აუდიტორის კატეგორია შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს. შემოსავლების სამსახურის ინიციატივით აუდიტორისათვის რიგით მომდევნო (მაღალი) კატეგორიის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ აუდიტორის თანხმობით.

4. აუდიტორისათვის კატეგორიის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ამ წესის 372 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული:

ა) აუდიტორის მიერ ალტერნატიული აუდიტის ფარგლებში შემოწმებული გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა და ჩატარებული შემოწმების შედეგების სამართლებრივი ანალიზი;

ბ) აუდიტორის მიერ განხორციელებული ალტერნატიული აუდიტის შედეგებზე მედიციისა და საგადასახადო დავის დროს მიღებული გადაწყვეტილებები.

5. აუდიტორისათვის კატეგორიის შეცვლის საკითხს იხილავს კომისია და გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6. შემოსავლების სამსახურის მიერ რიგით მომდევნო (მაღალი) კატეგორიის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აუდიტორს იმავე მოთხოვნით მიმართვა შეუძლია უარის თქმიდან 1 წლის შემდეგ.

7. კატეგორიის შეცვლის შემთხვევაში, აუდიტორი არ თავისუფლდება ამ თავის შესაბამისად დაწყებული ალტერნატიული აუდიტის დასრულებისა და დასრულებულ ალტერნატიულ აუდიტთან დაკავშირებული ვალდებულებებისაგან.

    მუხლი 374. ალტერნატიული აუდიტის განხორციელების უფლებამოსილების შეწყვეტა. აუდიტორისათვის გაფრთხილების მიცემა

1. აუდიტორის უფლებამოსილება პირს შეიძლება შეუწყდეს მისი განცხადებით ან შემოსავლების სამსახურის ინიციატივით.

2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირს შეუწყვიტოს აუდიტორის უფლებამოსილება:

ა) ამ თავით დადგენილი მოთხოვნების აუდიტორის მიერ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;

ბ) შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით.

3. აუდიტორის მიერ ამ თავით დადგენილი მოთხოვნების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია პირს აუდიტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ნაცვლად მისცეს წერილობითი გაფრთხილება და მიუთითოს დარღვევების თაობაზე.

4. პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ან გაფრთხილების მიცემის საკითხს იხილავს კომისია და გადაწყვეტილებას იღებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ამ პირს.

5. აუდიტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პირი არ თავისუფლდება ამ თავის შესაბამისად დაწყებული ალტერნატიული აუდიტის დასრულებისა და დასრულებულ ალტერნატიულ აუდიტთან დაკავშირებული ვალდებულებებისაგან, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

6. თუ პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია ამ თავით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, აუდიტორის მიერ ჩატარებული იმ ალტერნატიული აუდიტის შესაბამისი საგადასახადო პერიოდები ან/და გადასახადები, რომელთან დაკავშირებითაც გამოვლენილია აუდიტორის მხრიდან ამ თავის მოთხოვნათა დარღვევა, შეიძლება ხელმეორედ იქნეს შემოწმებული საგადასახადო ორგანოს მიერ ამ წესის 3714 მუხლის შესაბამისად.

7. პირისათვის აუდიტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მას უფლება აქვს 1 წლის შემდეგ კვლავ მიმართოს შემოსავლების სამსახურს აუდიტორის უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მოთხოვნით.

    მუხლი 375. ალტერნატიული აუდიტის ჩატარების პირობები

1. გადასახადის გადამხდელს ალტერნატიული აუდიტი შეიძლება ჩაუტარდეს:

ა) საგადასახადო ორგანოს ინიციატივით – გადასახადის გადამხდელის თანხმობის შემთხვევაში;

ბ) გადასახადის გადამხდელის ინიციატივით – საგადასახადო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში.

2. გადასახადის გადამხდელთან ალტერნატიული აუდიტის ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს საგადასახადო ორგანო.

3. აუდიტორს ეკრძალება ალტერნატიული აუდიტის ჩატარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აუდიტორი და გადასახადის გადამხდელი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად;

ბ) აუდიტორს გადასახადის გადამხდელისთვის გაწეული აქვს აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურება საგადასახადო საკითხებზე ბოლო 3 წლის განმავლობაში (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება აუდიტორზე, რომელსაც მინიჭებული აქვს C კატეგორია).

4. შემოსავლების სამსახურის უფროსის თანხმობის გარეშე აკრძალულია ალტერნატიული აუდიტის ჩატარება იმ გადასახადის გადამხდელთან, რომლის წინა 2 საგადასახადო შემოწმება განხორციელებულია ალტერნატიული აუდიტის წესით (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ წესის 372 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინული მონაცემების მქონე გადასახადის გადამხდელზე).

    მუხლი 376. საგადასახადო ორგანოს მიერ ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ინიციირება

1. თუ საგადასახადო ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმება ჩაუტარდეს ალტერნატიული აუდიტის წესით, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შეტყობინებაში მიეთითება:

ა) შესამოწმებელი პერიოდი (პერიოდები) და გადასახადი (გადასახადები);

ბ) საგადასახადო შემოწმების დაწყების სავარაუდო თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადას;

გ) აუდიტორის კატეგორია.

2. შეტყობინებით გადასახადის გადამხდელს განემარტება:

ა) უფლება, ისარგებლოს ალტერნატიული აუდიტის ჩატარების შესაძლებლობით;

ბ) ვალდებულება, ალტერნატიული აუდიტის ჩატარებაზე თანხმობის შემთხვევაში, შეარჩიოს შესაბამისი კატეგორიის მქონე აუდიტორი და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.

3. ალტერნატიული აუდიტის ჩატარებაზე თანხმობა გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს №242 დანართის შესაბამისი ფორმით უნდა აცნობოს შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ შეტყობინებაზე პასუხის დადგენილ ვადაში გაუცემლობის ან ალტერნატიული აუდიტის ჩატარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ ჩაატაროს საგადასახადო შემოწმება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესით.

5. ალტერნატიული აუდიტის ჩატარებაზე თანხმობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეარჩიოს შესაბამისი კატეგორიის მქონე აუდიტორი, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება და ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს შეტყობინების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

6. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების გაფორმების ვადის გაგრძელება ხელშეკრულების წარდგენის ვადის დასრულებამდე. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ვადა საგადასახადო ორგანოს მიერ შესაძლებელია გაგრძელდეს დამატებით 5 სამუშაო დღით.

7. გადასახადის გადამხდელის მიერ ხელშეკრულების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ ჩაატაროს საგადასახადო შემოწმება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესით.

    მუხლი 377. გადასახადის გადამხდელის მიერ ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ინიციირება

1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოს მიმართოს მისთვის ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ინიციატივით.

2. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ეცნობება განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

3. საგადასახადო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს შეტყობინებაში მიეთითება:

ა) შესამოწმებელი პერიოდი (პერიოდები) და გადასახადი (გადასახადები);

ბ) ალტერნატიული აუდიტის დაწყების სავარაუდო თარიღი;

გ) აუდიტორის კატეგორია;

დ) გადასახადის გადამხდელის ვალდებულება შეარჩიოს შესაბამისი კატეგორიის მქონე აუდიტორი, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება და ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს შეტყობინების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 378. ხელშეკრულება ალტერნატიული აუდიტის ჩატარების შესახებ

1. გადასახადის გადამხდელსა და აუდიტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ა) ალტერნატიული აუდიტის დაწყების თარიღი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გადასახადის გადამხდელსა და აუდიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თარიღს;

ბ) ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ ვადას;

გ) საგადასახადო ორგანოს შეტყობინებაში მითითებული შესამოწმებელი პერიოდი (პერიოდები) და გადასახადი (გადასახადები);

დ) აუდიტორის ვალდებულება ალტერნატიული აუდიტი ჩაატაროს ამ თავით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულების სავალდებულო პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს უფროსთან/მის მოადგილესთან შეთანხმებით.

3. გადასახადის გადამხდელსა და აუდიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ალტერნატიული აუდიტის ჩატარების შესაძლებლობას შესაბამისი უფლებამოსილებისა და კატეგორიის მქონე ქვეკონტრაქტორის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში ასევე მიეთითება ქვეკონტრაქტორის მონაცემები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს შემოწმების აქტს წარუდგენს ის აუდიტორი, რომელმაც გააფორმა ხელშეკრულება გადასახადის გადამხდელთან. ამასთან, შემოწმების აქტს ხელს აწერს უშუალო შემმოწმებელი პირიც.

5. აუდიტორის მომსახურება ანაზღაურდება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე, გადასახადის გადამხდელსა და აუდიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 379. ალტერნატიული აუდიტის ჩატარება

1. ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას აუდიტორი ხელმძღვანელობს საქართველოს საგადასახადო კოდექსით, ამ თავით და საქართველოს კანონმდებლობის სხვა აქტებით, აგრეთვე გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

2. გადასახადის გადამხდელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აუდიტორი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოსაგან მოითხოვოს ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, წინა საგადასახადო შემოწმების მასალები, ხოლო საგადასახადო ორგანო ვალდებულია 5 სამუშაო დღის ვადაში აუდიტორს მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია.

3. ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას:

ა) აუდიტორი უფლებამოსილია:

ა.ა) გადასახადის გადამხდელისაგან მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა, აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი შეადგინოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ექსპერტიზის ჩატარება გადასახადის გადამხდელის სახსრებით;

ა.გ) საგადასახადო ორგანოს მოსთხოვოს ინვენტარიზაციის ჩატარება, თუ გადასახადის გადამხდელი უარს განაცხადებს ინვენტარიზაციის ჩატარებაზე. ამ შემთხვევაში, ინვენტარიზაციით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის/ზედმეტობის გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას დადგენილი წესით;

ა.დ) გამოვლენილ პრობლემატურ საკითხებზე საგადასახადო ორგანოსგან მიიღოს კონსულტაციები, მოითხოვოს მეთოდური მითითება, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი მეთოდური მითითების დამტკიცების უზრუნველყოფა;

ბ) აუდიტორი ვალდებულია:

ბ.ა) დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის საიდუმლოება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ.ბ) გაითვალისწინოს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა შესახებ;

ბ.გ) მოითხოვოს საგადასახადო ორგანოს შეტყობინებაში შესამოწმებელი პერიოდის/საკითხის დაზუსტება იმ შემთხვევაში, თუ მასში მითითებული შესამოწმებელი პერიოდი/საკითხი შემოწმებულია უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ;

ბ.დ) უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელთან მიმართებაში საგადასახადო ორგანოს ინფორმირება ნებისმიერი ფაქტობრივი გარემოების თაობაზე, რომელიც აუდიტორის შეხედულებით, მიმართული იყო გადასახადისგან (გადასახადებისგან) თავის არიდებისკენ. ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, მიმართოს საგადასახადო ორგანოს შემხვედრი შემოწმების ჩატარების თაობაზე;

ბ.ე) საგადასახადო ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია მასთან დასაქმებული ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც უფლებამოსილია უშუალოდ ჩაატაროს შემოწმება და შეადგინოს შემოწმების აქტი, აგრეთვე – ინფორმაცია მათთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის და შეწყვეტის შესახებ.

გ) გადასახადის გადამხდელს აქვს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ყველა ის უფლება და ეკისრება ყველა ის მოვალეობა, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას.

4. თუ აუდიტორი ვერ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს (კონკრეტული საკითხის ან/და პერიოდის შემოწმებას), იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია:

ა) თვითონ შეამოწმოს აუდიტორის მიერ შეუმოწმებელი საკითხები/პერიოდები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესით;

ბ) გადასახადის გადამხდელს მისცეს შესაძლებლობა შეარჩიოს ახალი აუდიტორი და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება ამ წესის 376 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

6. აუდიტორის მიერ ალტერნატიული აუდიტის ჩატარების/გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეუმოწმებელი საკითხის ან/და პერიოდის შემოწმების ვადა თავიდან აითვლება. ამასთან, შემოწმებულ საკითხზე ან/და პერიოდზე აუდიტორი ადგენს შემოწმების აქტს.

    მუხლი 3710. შემოწმების აქტის შედგენა

1. ალტერნატიული აუდიტის დასრულების შემდეგ, ალტერნატიული აუდიტის შედეგებზე დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტს ხელს აწერს აუდიტორი და უშუალოდ შემმოწმებელი პირი (პირები).

2. შემოწმების აქტი დგება 3 ეგზემპლარად, რომლიდანაც ერთი რჩება აუდიტორს, ხოლო დანარჩენი ორი გადაეცემა გადასახადის გადამხდელს და საგადასახადო ორგანოს მისი შედგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. თუ ალტერნატიული აუდიტის სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი.

4. შემოწმების აქტში უნდა აისახოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაცია, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა საკითხები.

5. შემოწმების აქტს უნდა დაერთოს:

ა) იმ სააღრიცხვო დოკუმენტების და მასალების ასლები, რომლებიც საფუძვლად დაედო გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევას;

ბ) ექსპერტის დასკვნა (ასეთის არსებობისას);

გ) შეტყობინება მედიაციის პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესახებ;

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.

    მუხლი 3711. ალტერნატიული აუდიტის შედეგების აღიარება, მედიაცია და გასაჩივრება

1. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური აქტის) მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება №243 დანართის შესაბამისი განაცხადის საგადასახადო ორგანოში წარდგენით – შემოწმების აქტით (მათ შორის, შუალედური აქტით) განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ აღიარებისა და აღიარებული საგადასახდო ვალდებულებების ოდენობით შესაბამისი საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) საგადასახადო ვალდებულებების

განსაზღვრის/დაზუსტების თხოვნით.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შემოწმების აქტით (მათ შორის, შუალედური აქტით) განსაზღვრული და აღიარებული გადასახადის (გადასახადების) დარიცხვის შესახებ.

3. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშგების განხორციელების ნაცვლად, შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური აქტის) შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება ან შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება.

4. თუ გადასახადის გადამხდელი სრულად ან ნაწილობრივ არ ეთანხმება შემოწმების აქტს (მათ შორის, შუალედურ აქტს), მას უფლება აქვს შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური აქტის) მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით დაიწყოს მედიაციის პროცესი.

5. აუდიტორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მედიაციის პროცესში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაიანგარიშოს მის მიერ დამატებით დარიცხული თანხა.

6. მედიაციის პროცესში გადასახადის გადამხდელის პოზიციის სრულად ან ნაწილობრივ გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მედიაციის პროცესის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შემოწმების აქტში (მათ შორის, შუალედურ აქტში) ასახული გადასახადის (გადასახადების) თანხის იმ ნაწილზე, რომელზეც მისი პოზიცია არ იქნა გათვალისწინებული, განახორციელოს საგადასახადო ანგარიშგება №243 დანართის შესაბამისი განაცხადის საგადასახადო ორგანოში წარდგენით.

7. თუ გადასახადის გადამხდელი დადგენილ ვადაში არ განახორციელებს საგადასახადო ანგარიშგებას და არ დაიწყებს მედიაციის პროცესს, საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური აქტის) საფუძველზე 5 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადასახადის და სანქციის დარიცხვის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია გაასაჩივროს შემოწმების აქტი (მათ შორის, შუალედური აქტი) და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“.

9. საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, აუდიტორი ვალდებულია გადაიანგარიშოს მის მიერ დამატებით დარიცხული თანხა, ხოლო ამ ორგანოს მოთხოვნისას – დაესწროს საგადასახადო დავის განხილვას.

    მუხლი 3712. დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის და საგადასახადო ანგარიშგების განხორციელების შედეგები

1. გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტით (მათ შორის, შუალედური აქტით) გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება თუ შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური აქტის) შესაბამისად:

ა) საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას;

ბ)საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შესწორებულ საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას;

გ)განახორციელებს საგადასახადო ანგარიშგებას №243 დანართის ფორმის განაცხადის საგადასახადო ორგანოში წარდგენით. ამ შემთხვევაში, იგი თავისუფლდება შესაბამისი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულებისგან.

2. თუ გადასახადის გადამხდელი შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური აქტის) შესაბამისად განახორციელებს საგადასახადო ანგარიშგებას ან დეკლარირებას, იგივე პერიოდზე ან/და საკითხზე გადასახადის გადამხდელის მიერ შემდგომი დეკლარირება (საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება) დასაშვებია მხოლოდ იმავე პირის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იპირი გარდაცვლილია/ლიკვიდირებულია) მიერ შედგენილი შემოწმების აქტის (მათ შორის, შუალედური აქტის) შესაბამისად.

    მუხლი 3713. ალტერნატიული აუდიტის შეწყვეტა

1. ალტერნატიული აუდიტის ჩატარება შესაძლებელია შეწყდეს:

ა) აუდიტორსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში;

ბ) ალტერნატიული აუდიტის მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე/საკითხზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.

2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის თაობაზე, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზების მითითებით. აუდიტორი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზები აცნობოს საგადასახადო ორგანოს.

3. საგადასახადო ორგანო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზების განხილვის შემდეგ იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:

ა) თვითონ ჩაატაროს საგადასახადო შემოწმება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად;

ბ) გადასახადის გადამხდელს მისცეს შესაძლებლობა შეარჩიოს ახალი აუდიტორი და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება ამ წესის 376 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია თვითონ ჩაატაროს საგადასახადო შემოწმება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.

5. ალტერნატიული აუდიტის ჩატარების შემთხვევაში (მათ შორის, ალტერნატიული აუდიტის მიმდინარეობისას), გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების უფლებით.

6. თუ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, საგადასახადო ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აუდიტორს აღნიშნულის შესახებ. საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, აუდიტორი ვალდებულია მას წარუდგინოს ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის შესაძლო საგადასახადო ვალდებელებების შესახებ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადის დინება ჩერდება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დღიდან უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

8. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლით ალტერნატიული აუდიტის შეწყვეტის შემთხვევაში, შეუმოწმებელი საკითხის ან/და პერიოდის შემოწმების ვადა თავიდან აითვლება. ამასთან, შემოწმებულ საკითხზე ან/და პერიოდზე აუდიტორი ადგენს შემოწმების აქტს.

    მუხლი 3714. საგადასახადო ორგანოს მიერ ალტერნატიული აუდიტის შედეგების გადამოწმება

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, თვითონ განახორციელოს ალტერნატიული აუდიტის ფარგლებში შემოწმებული საკითხის (საკითხების) ან/და პერიოდის (პერიოდების) ხელახალი შემოწმება.

2. თუ ალტერნატიული აუდიტის ფარგლებში შემოწმებული პერიოდის საგადასახადო ორგანოს მიერ გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ:

ა) საგადასახადო ვალდებულების შემცირება გამოწვეული იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნების აუდიტორის მიერ დარღვევით, გადასახადის გადამხდელს ჯარიმის თანხა არ დაერიცხება;

ბ) საგადასახადო ვალდებულების შემცირება გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტორისათვის სააღრიცხვო დოკუმენტების ან/და ინფორმაციის წარუდგენლობით ან არასრულად წარდგენით, ამასთან, აღნიშნული ფაქტი გამოვლენილია მესამე პირებისაგან მიღებული ინფორმაციით და სხვა პირობებით, რომელიც აუდიტორისათვის ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას ვერ იქნებოდა ცნობილი, გადასახადის გადამხდელს დაერიცხება გადასახადის ძირითადი თანხა, ასევე სანქცია შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებისათვის.

    მუხლი 3715. ალტერნატიული აუდიტის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და კოორდინაცია

1. ალტერნატიული აუდიტის პროცესის კოორდინაციის მიზნით, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია შემოსავლების სამსახურში შექმნას ექსპერტთა ჯგუფი და დაამტკიცოს მისი შემადგენლობა.

2. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და მოწვეული პირები.

3. ექსპერტთა ჯგუფში მოწვეული პირის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აგრეთვე:

ა) საქართველოში მოქმედ აუდიტორულ ან/და საკონსულტაციო კომპანიებს;

ბ) საქართველოში მოქმედ ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიულ გაერთიანებებს.

4. საგადასახადო ორგანოს და ექსპერტთა ჯგუფის მოვალეობაა:

ა) საგადასახადო შემოწმების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს პროექტის მომზადება და შემოსავლების სამსახურის უფროსისასთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ბ) მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება/ექსპერტიზა და შემოსავლების სამსახურის უფროსისასთვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) ალტერნატიული აუდიტის ჩატარებისას წარმოშობილ პრობლემატურ საკითხებზე აუდიტორისათვის კონსულტაციის გაწევა;

დ) ალტერნატიული აუდიტის პროცესის კოორდინაცია და შედეგების ანალიზი.

5. აუდიტორისა და შემოსავლების სამსახურის შეთანხმების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთან ალტერნატიული აუდიტის ჩატარებაზე ზედამხედველობა შესაძლებელია განახორციელოს საგადასახადო ორგანომ.

დანართი №241

სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსს

-----------------------------------------

პირის დასახელება

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განცხადება

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების

უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

გთხოვთ, განიხილოთ ჩემი კანდიდატურა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილებისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მიზნით.

ამასთან, ვიღებ ვალდებულებას, რომ ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება განვახორციელო საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართის სახით წარმოგიდგენთ:

1. ინფორმაციას აუდიტორული/საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილების და აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ;

2. პირთა ნუსხას, რომელსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩემს მიერ გაეწია აუდიტორული/საკონსულტაციო მომსახურება;

3. სხვა დამატებით ინფორმაციას.

 (ხელმოწერა) ----------------- თარიღი ------

დანართი №242

სსიპ შემოსავლების სამსახურის

აუდიტის დეპარტამენტის უფროსს

------------------------------

გადასახადის გადამხდელის დასახელება

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განცხადება

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე

გაცნობებთ, რომ საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობზე შეტყობინება ჩამბარდა 20 -- წლის -- ----------ს. თანახმა ვარ საგადასახადო შემოწმება ჩამიტარდეს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების წესით.

ხელშეკრულება, შესაბამისი კატეგორიის მქონე ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირთან, ჩემს მიერ წარმოდგენილი იქნება შეტყობინების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 (ხელმოწერა) ----------------- თარიღი ------

დანართი 243

სსიპ შემოსავლების სამსახურის

აუდიტის დეპარტამენტის უფროსს

-----------------------------------------------------

-------------------------------------------------------------

გადასახადის გადამხდელის დასახელება

-------------------------------------------------------------

გადასახადის გადამხდელის ს/ნ

-------------------------------------------------------------

წარმომადგენლის სახელი, გვარი

მისამართი------------------------------------------------

საკონტაქტო ტელეფონი--------------------------------

განაცხადი

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე

შემოსავლების სამსახურის ----------------------------- შეტყობინების საფუძველზე ჩამიტარდა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება. ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დამატებით დარიცხული/შემცირებული გადასახადის თანხა შეადგენს ----- ლარს, აღნიშნული თანხიდან ვაღიარებ ---- ლარის დარიცხვას/შემცირებას.

გთხოვთ, ჩემს მიერ აღიარებული თანხებით განმისაზღვროთ/დამიზუსტოთ შესაბამისი საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) საგადასახადო ვალდებულებები.

ხელმოწერა------------------------------------

თარიღი----------------------------------“.

ე) 69-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება №30, №301 ან №303 დანართის შესაბამისი ოქმით ან საგადასახადო შემოწმების აქტით.“.

ვ) დანართი №30 და დანართი №301 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №30

_______________________

(უფლებამოსილი ორგანოს დასახელება)

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

სერია. . . . . №000000

1. ------------ ----------------- --------- 2. ---------------------------------------------------------------

      (ოქმის შედგენის თარიღი და დრო)                                           (ოქმის შედგენის ადგილი)

3. ----------------------------------------------------------------------------------------------------------

      (ოქმის შემდგენელი პირის (პირების)                                      თანამდებობა, სახელი, გვარი)

4. ----------------------------------------------------------------------------------------------------------

 ----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                          (საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი)

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. სამართალდამრღვევი პირი: ------------------------------------------------------------------------

                                                     (სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

6. შეფარდებული სანქცია: -----------------------------------------------------------------------------

                                                               (სანქციის სახე ან/და ოდენობა)

7. ოქმის შემდგენელი პირი: ------------------------------ ---------------------------------

                                                               (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

8. სამართალდამრღვევი პირი: --------------------------- ---------------------------------

                                                                                   (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

9. მოწმე: ------------------------ -------------------------------------------

                             (ხელმოწერა) (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

10. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------

                              (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

11. შენიშვნები და განმარტებები: --------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელს წარედგინება როგორც საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში --------------------------------------------------------------------------------------------.

(მისამართი)

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის №

დანართი №301

კერძო საგადასახადო ინსპექტორი

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

სერია. . . . . №000000

1. ------------ ----------------- --------- 2. ---------------------------------------------------------------

                (ოქმის შედგენის თარიღი და დრო) (ოქმის შედგენის ადგილი)

3. ----------------------------------------------------------------------------------------------------------

                (ოქმის შემდგენელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

4. ----------------------------------------------------------------------------------------------------------

                (საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი)

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. სამართალდამრღვევი პირი: ------------------------------------------------------------------------

                                                 (სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

6. შეფარდებული სანქცია: -----------------------------------------------------------------------------

                                                                             (სანქციის ოდენობა)

7. ოქმის შემდგენელი პირი: ------------------------------ ---------------------------------

                                                     (ხელმოწერა)                                    (სახელი, გვარი)

8. სამართალდამრღვევი პირი: --------------------------- ---------------------------------

                                                     (ხელმოწერა)                              (სახელი, გვარი)

9. მოწმე: ------------------------ --------------------------------------------

                     (ხელმოწერა)                 (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

10. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------

                                  (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

11. შენიშვნები და განმარტებები: --------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელს წარედგინება როგორც საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში -------------------------------------------------------------------------------------------.

(მისამართი)

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის № “.

ზ) №302 დანართის შემდეგ დაემატოს დანართი №303 შემდეგი რედაქციით:

„დანართი №303

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების

განმახორციელებელი პირი

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი

სერია. . . . . №000000

1. ------------ ----------------- --------- 2. -------------------------------------------------------------------

       (ოქმის შედგენის თარიღი და დრო)                        (ოქმის შედგენის ადგილი)

3. -------------------------------------------------------------------------------------------------------------

      (ოქმის შემდგენელი პირის სახელი,                       გვარი, პირადი ნომერი)

4. -------------------------------------------------------------------------------------------------------------

                         (საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. სამართალდამრღვევი პირი: ---------------------------------------------------------------------------

                                                      (სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

6. შეფარდებული სანქცია: --------------------------------------------------------------------------------

                                                                   (სანქციის ოდენობა)

7. ოქმის შემდგენელი პირი: ------------------------------ ---------------------------------

                                                           (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

8. სამართალდამრღვევი პირი: --------------------------- ---------------------------------

                                                                           (ხელმოწერა) (სახელი, გვარი)

9. მოწმე: ------------------------ ----------------------------------

                    (ხელმოწერა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

10. ჩავიბარე ოქმი: ---------------------------------------------------------

                                        (სამართალდამრღვევის ხელმოწერა)

11. შენიშვნები და განმარტებები: ------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ოქმი გადასახადის გადამხდელს წარედგინება როგორც საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში -------------------------------------------------------------------------------------------.

(მისამართი)

დამკვეთი:

დამამზადებელი:

სფს-ს რეგისტრაციის № “ .

 თ) 70-ე მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, ამ წესის 151 მუხლის პირველი პუნქტით და ამ წესის 371 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.“;

თ.ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი ან კერძო საგადასახადო ინსპექტორის/ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;“.

ი) 71-ე მუხლის:

ი.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე განიხილება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.“;

ი.ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

 საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით სხვა პირის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული შემოწმების შედეგებზე ამ ბრძანების ამოქმედებამდე შედგენილ დასკვნას მიენიჭოს ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტის სტატუსი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე გასცეს შესაბამისი ცნობა.

მუხლი 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმები (დანართი №30 და დანართი №301) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2012 წლის 1 მარტამდე.

მუხლი 4. საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირი და კერძო საგადასახადო ინსპექტორი უფლებამოსილნი არიან, 2012 წლის 1 მარტამდე გამოიყენონ ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფორმები (დანართი №30 და დანართი №301).

    მუხლი 5

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი