დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1286 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 05/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 250.000.000.05.001.001.033 |
საქართველოს კანონი
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96,გვ.13) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „შენობები“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა იმ ქონებისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს.“.
2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესები არ ვრცელდება იმ ქონებასთან დაკავშირებულ იურიდიულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს.“.
3. მე-18 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) საქმისწარმოების გახსნამდე გადასახდელი გადასახადები და მოსაკრებლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები.“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 14 თებერვალი.
№1286–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები