„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1089
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/03/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 06/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.05.001.003.481
  • Word
1089
24/03/2009
სსმ, 7, 06/04/2009
360.060.000.05.001.003.481
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებზე.“.

2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) განსაკუთრებული შემთხვევები

1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – მათი გადარჩენის, განკურნებისა და აღდგენის მიზნით, აგრეთვე სამეცნიერო მიზნებისათვის.

2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში.“.

3. 24-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების დაზიანება გამოწვეულია ენტომომავნებლებით და ფიტოდაავადებებით და მათი ბუნებრივ გარემოში არსებობა ქმნის ენტომომავნებლების/ფიტოდაავადებების გავრცელების საშიშროებას, ამასთანავე, მათი ბუნებრივი გარემოდან ამოღება ენტომომავნებლებთან/ფიტოდაავადებებთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა;

ვ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისას; აღნიშნული საქმიანობისას „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეკომენდაციით მიიღებს გადაწყვეტილებას „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების შესახებ.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ საკითხის განხილვის საფუძველია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის ერთობლივი კომისიის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის წარდგენილი დასკვნა.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის განხილვის შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია შესაბამისი რეკომენდაცია წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევების არსებობისას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ.

23. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის მომზადების თხოვნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შეიძლება მიმართოს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა სამინისტრომ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 მარტი.

№1089–Iს