„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 320080000.17.010.016015
  • Word
3
21/02/2012
ვებგვერდი, 24/02/2012
320080000.17.010.016015
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №3

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „სააბონენტო ნომრების პორტაბელობის დებულებაში” (სსმ III, 09.07.2010 83 მუხ. 1203) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისათვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებ, შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით;“;

ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების ტარიფს იხდის მიმღები ოპერატორი, იმ პერიოდის პირდაპირპროპორციულად, რა დროის განმავლობაშიც ახორციელებს მომსახურების მიწოდებას.“;

გ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პორტირებულ ნომერზე მიმღები ოპერატორის მიერ მიწოდებული მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმღები ოპერატორი ვალდებულია მომსახურების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში მონაცემთა ცენტრალური ბაზის მეშვეობით შეატყობინოს დონორ ოპერატორს პორტირებულ ნომერზე მომსახურების გაწევის შეწყვეტის თაობაზე და სააბონენტო ნომერი დაუბრუნოს ნუმერაციის რესურით სარგებლობის ნებართვის მფლობელს.“;

დ) მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. კომისია ვალდებულია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მიაწოდოს ინფორმაცია გაცემული და დაბრუნებული სააბონენტო ნომრების თაობაზე, 3 კალენდარული დღის ვადაში.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრები: ს. ბრიტანჩუკი

                         კ. კვიტაიშვილი

                         ა. სიხარულიძე

                         ი. მოსეშვილი