დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.32.061.016027 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №10
2012 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის მთავრობაში „ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის“ თანამდებობის შემოღების, ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 18 სექტემბრის №35 დადგენილებაში (აფხ. საკ. მაცნე №23, 12.10.2006, მუხლი 63) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აფხაზეთის მინისტრის აპარატის შემადგენლობა
ამ დებულებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად, აფხაზეთის მინისტრის აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) აფხაზეთის მინისტრის მოადგილე;
ბ) აფხაზეთის მინისტრის აპარატის უფროსი;
გ) აფხაზეთის მინისტრის მთავარი მრჩეველი;
დ) აფხაზეთის მინისტრის თანაშემწე;
ე) მთავარი სპეციალისტი;
ვ) ბუღალტერი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თ. კვარაცხელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები