ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016108
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13
21/02/2012
ვებგვერდი, 28/02/2012
010260020.35.114.016108
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/02/2012 - 30/04/2012)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2012 წლის 21 თებერვალი

დაბა ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 იანვრის №70 ბრძანებულების – ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, თანახმად დანართი 1-ისა (თან ერთვის).

    მუხლი 2.

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, თანახმად დანართი 2-ისა (თან ერთვის).

    მუხლი 3.

დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, თანახმად დანართი 3-ისა (თან ერთვის).

    მუხლი 4.

ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №2 დადგენილება.

    მუხლი 5.

დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი თებერვლიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე       ა. ხუნდაძე

დანართი 1

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა    დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

2

3

1

გამგებელი

2360

2

გამგებლის მოადგილე

900

3

სამსახურის უფროსი

700

4

გამგებლის თანაშემწე

450

5

განყოფილების უფროსი

500

6

სპეციალისტი

420

7

მძღოლი

420

 

 

 

დანართი 2

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

2

3

1

სამსახურის უფროსი

700

2

მთავარი სპეციალისტი

400

3

სპეციალისტი (ცვლის უფროსი)

350

4

სპეციალისტი

200

5

სპეციალისტი (მეხანძრე)

300

6

სპეციალისტი (მძღოლი)

300

 

დანართი 3

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელება და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1

2

3

1

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 1000-ს )

700

2

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული (რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიულ ორგანოში მოსახლეობის რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია)

600

3

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

250