დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016105 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2012 წლის 21 თებერველი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში – ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საკრებულო ადგენს:
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ, 26. 01. 2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანოები) უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას“.
მუხლი 2.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან“.
მუხლი 3.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი“.
მუხლი 4.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს (შემდგომში – რწმუნებული), გამგეობის სხვა თანამშრომლებს“.
მუხლი 5.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ტერიტორიული ორგანოები იქმნება თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო“.
მუხლი 6.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 12. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული“.
მუხლი 7.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი“.
მუხლი 8.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: ,,გამგეობის“.
მუხლი 9.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:“.
მუხლი 10.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: ,,გამგეობის“.
მუხლი 11.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: ,,გამგეობის“.
მუხლი 12.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულე იქნეს სიტყვა: ,,გამგეობის“.
მუხლი 13.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: ,,გამგეობის“.
მუხლი 14.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: ,,გამგეობის“.
მუხლი 15.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: ,,გამგეობის“.
მუხლი 16.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას გამგებლის ბრძანების საფუძველზე ასრულებს შესაბამისი ტერტორიული ორგანოს ერთ– ერთი მოხელე“.
მუხლი 17.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ნ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) სოფლის მეურნეობის გაnვითარების სამსახური“.
მუხლი 18.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლს დაემატოს მე-13 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,13. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
,,ა) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა“;
ბ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის შემადგენლობა:
ბ.ა) სამსახურის უფროსი;
ბ.ბ) უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები;
გ) სამსახურის უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირების საქმიანობა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით“.
მუხლი 19.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 15. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები“.
მუხლი 20.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი.
მუხლი 21.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: ,,გამგეობის“.
მუხლი 22.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ს) ამაღლების თემის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – ამაღლება, სამება).
მუხლი 23.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ტ) შუა ამაღლების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერტორია – შუა ამაღლება).
მუხლი 24.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: ,,გამგეობის“.
მუხლი 25.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით“.
მუხლი 26.
დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლი.
მუხლი 27.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. მუნიციპალური სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს გამგეობის სამუშაო გეგმას, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის დავალებებს. მუნიციპალური სამსახურის, ტერიტორიული ორგანოს ყოველთვიურ, კვარტალურ და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეიმუშავებს მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელი, გამგეობის რწმუნებული და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე 3 დღით ადრე ამტკიცებს გამგებელი“.
მუხლი 28.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები