„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 290160000.10.003.016733
  • Word
60
21/02/2012
ვებგვერდი, 22/02/2012
290160000.10.003.016733
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 60

2012 წლის 21 თებერვალი

. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის 218 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე‑2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2010 წლის 1 თებერვლამდე და შემდეგ ყოველთვიურად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომშისააგენტო) მიაწოდოს განახლებული მონაცემები 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთადევნილთა ოჯახების შესახებ, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები და განსახლებული არიან სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2010 წლის 1 თებერვლის შემდეგ ყოველთვიურად სააგენტოს მიაწოდოს განახლებული მონაცემები სკოლა-პანსიონებში მცხოვრები (მათ შორის, მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვების შესახებ.“;

გ) 34 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 28 დეკემბრამდე და შემდეგ ყოველთვიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ სააგენტოს მიაწოდოს მონაცემები ამ პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი კატეგორიის პირთა შესახებ, რომლებიც 2011 წლის 1 იანვრიდან გახდებიან/გახდნენ ამ დადგენილების ბენეფიციარები:

ა) საქართველოს საჯარო სკოლის მასწავლებლები;

ბ) საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;

გ) საქართველოს პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლები;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი იმ საჯარო სკოლის აღმზრდელი, სადაც ხორციელდება პანსიონური მომსახურება, სპეციალური ან კორექციული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ან სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისთვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ან რომლის შრომითი ურთიერთობა კონკრეტულ დაწესებულებაში დადასტურდება შესაბამისი დაწესებულების დირექტორის მიერ სამინისტროში წარდგენილი დოკუმენტით;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ასახულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში;

) ამ დადგენილების მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ბავშვები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები;“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად.“;

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ და მე-2 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

81. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1 და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბენეფიციართა სადაზღვევო პრემიის გადახდა წარმოებს პოლისების დარიგების მიუხედავად, სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვის 20 რიცხვამდე.“.

3. დადგენილების №1 დანართი (ბავშვთა სახლების, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სათემო ორგანიზაციების, მცირე ტიპის საოჯახო სახლების, სკოლა-პანსიონების ჩამონათვალი) ამოღებულ იქნეს.

4. დადგენილების №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

5. დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის (ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების დარიგების წესი, სადაზღვევო პოლისების დარიგების წესი) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ბენეფიციარების მონაცემთა სისტემატიზაციას საცხოვრებელი ადგილის (ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის) ან ბენეფიციარების მიხედვით (ვაუჩერის პირობების მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის „ა“, „ა1“, „ბ“, „გ2“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის);“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი    . გილაური

 

„დანართი №2

 

ბენეფიციარი

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი

სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

სადაზღვევო ხელშეკრუ

ლებების გაფორმების პერიოდი

სადაზღვევო კომპანიის მიერ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვადა

1

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 აპრილი

2010 წლის

20 მარტის ჩათვლით

2010 წლის

31 მარტის ჩათვლით

2010 წლის

1 აპრილიდან

10 აპრილის ჩათვლით

2

ვაუჩერის პირობების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისი

 

 

 

3

ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრის შემდეგ

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

4

ვაუჩერის პირობების

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ2“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

2010 წლის 1 მაისიდან კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

5

ვაუჩერის პირობების

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „გ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

შესაბამის დაწესებულება‑

ში ან მომსახურებაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილე‑

ბის მიღების თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

6

ვაუჩერის პირობების

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

2011 წლის 1 იანვრიდან იმ ბენეფიციარებ‑

ზე, რომელთა მონაცემებიც მიწოდებული იქნება 2010 წლის 28 დეკემბრამდე. ამ ვადის შემდეგ – კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

7

ვაუჩერის პირობების

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან

 

 

 

8

ვაუჩერის პირობების

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სააგენტოში სიის წარდგენის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მაგრამ არა უადრეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.“.