ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016063
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13
17/02/2012
ვებგვერდი, 23/02/2012
010260020.35.118.016063
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2012 - 31/01/2013)

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13         

2012 წლის  17 თებერვალი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგინა:

 1. დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).

 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  

საკრებულოს თავმჯდომარე                შ. ჯაფარიძე

დანართი №1

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური

1. ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

1. სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური უზრუნველყოფს:

ა) შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისთვის მიწოდებას;

ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების, დამუშავებული (ასევე, ასათვისებელი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მიღებული მოსავლის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;

ე) მუნიციპალიტეტში არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნისათვის და მუდმივი განახლებისათვის ინფორმაციის კონსოლიდაციას შესაბამისი უწყებებიდან და პირებისაგან;

ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის დარგში თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;

ზ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების და საჭიროებების განსაზღვრას. აღნიშნულის შესახებ, ონის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წინადადების და ინიციატივების მომზადებას სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის წარსადგენად;

თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.