ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016060
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
10
17/02/2012
ვებგვერდი, 23/02/2012
010250020.35.118.016060
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2012 - 18/07/2014)

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 10         

2012 წლის 17 თებერვალი

ქ. ონი

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და 43- მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვენორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 25- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება (დანართი 1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდესონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის           20 აგვისტოს 29 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        შ. ჯაფარიძე

დანართი №1

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულება

    მუხლი 1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო

1. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობებს მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელბას.

2. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

    მუხლი 2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა

1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.

2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრებაადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 42- მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.

3. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალების შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოხელე.

4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეების სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს გამგებელი.

5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრებასაჯარო სამსახურის შესახებ“ საქარველოს კანონის შესაბამისად , ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით.

    მუხლი 3. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში

მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო:

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

) იღებს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საკრებულოსა და გამგეობასთან;

) დადგენილი წესით ადგილზე აცნობს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;

) აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების, საკრებულოს სხდომების დღის წესრიგისა და ჩატარების თარიღის შესახებ;

) უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ;

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში;

) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას;

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში;

) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

) უზრუნველყოფს მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას;

) იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც არ მოქმედებს ნოტარიუსი, უზრუნველყოფს გამგეობის რწმუნებულის მიერნოტარიატის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ სანოტარო მოქმედებათა განხორციელებას;

) უზრუნველყოფს საკრებულოს წევრების, საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობების პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას;

) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას .

    მუხლი 4.თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები საბიუჯეტო-საფინანსო სფეროში

საბიუჯეტო-სა ფინანსო სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო:

) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში, ამზადებს წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში გასაწევი ხარჯების და შემოსავლების დაგეგმვის შესახებ;

) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით , ამზადებს წინადადებებს, დასკვნებასა და რეკომენდაციებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება-გაუქმებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის საკითხებზე;

) კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;

) ამზადებს წინადადებებს, დასკვნებს და რეკოენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესახებ;

) კონტროლს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების მიზნობრიობას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

    მუხლი 5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში

სოციალურ-ეკონომიკურგანვითარების სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო:

) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით , ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების შესახებ;

) მონაწილეობს ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასაგეგმი დოკუმენტაციის მომზადებაში;

) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;

) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას;

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოქალაქეებისა და გამგეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შესახებ .

    მუხლი 6. თვითმმართველის ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სფეროში

ქონების მართვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო:

) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით , ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მუნიციპალური ქონების შექმნის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე;

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით საჭირო სამუშაოთა ორგანიზებას;

) აკონტროლებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მოზნობრივ გამოყენებას, ამ ქონებით სარგებლობის წესების დაცვას;

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვას.

    მუხლი 7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

მიწითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს:

) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვას, მისი გამოყენებისა და სარგებლობის კონტროლს;

) წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;

) ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კონტროლს;

) მოსახლეობის ინფორმირებას ადმინისტრაციულ ერთეულში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ.

    მუხლი 8.თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროებში

სივრცით-ტერიტორიული მოწყობის, განაშენიანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სფეროებში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო:

) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით , ამზადებს წინადადებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულერთეულის სივრცითი მოწყობის შესახებ;

) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის, აგრეთვე სხვა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებაში;

) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში ; ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით , ამზადებს შესაბამის წინადადებებს , დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოთა განხორციელბას .

    მუხლი 9.თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროებში

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კომუნალური მომსახურების სფეროებში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო:

) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით , ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ადმინისტრაციულ ერეულში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე;

) მონაწილეობს სატრანსპორტო სისტემისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;

) უზრუნველყოფს ზედამხედველობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურებაზე;

) უზრუნველყოფს გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, ადგილობრივი გზების, ტროტუარების, მოედნების მოვლა-პატრონობას;

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულერეულის სასაფლაობეის მოვლა-პატრონობასდა მოსახლეობის სარიტუალო მომსახურებას .

    მუხლი 10.თვითმმართველი ერთულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო:

) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას;

) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით , ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში;

) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით , ამზადებს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს მოსახლეობის დასაქმების სფეროში, მონაწილეობს დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებაში;

) მონაწილეობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუავებაში, კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;

) ადმინისტრაციულ ერთეულში კოორდინაციას უწევს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელბას;

) უზრუნველყოფს მოსწავლეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას;

) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღების საქმიანობას;

) კოორდინაციას უწევს კულტურული და სპორტული დაწესებულებების საქმიანობას;

) უზრუნველყოფს ზედამხედველობას ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვაზე.

    მუხლი 11. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში

მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო:

) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების ღონისძიებებში;

) მონაწილეობს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების ღონისძიებებში;

) მონაწილეობს კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო ღონისძიებებში.