განჩინება შპს. ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
განჩინება შპს. ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/647
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 17/02/2012
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2012
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/647
17/02/2012
ვებგვერდი, 21/02/2012
განჩინება შპს. ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2012 წლის 17 თებერვალი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრებისოწვევის საკითხი და

:

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 20 მაისს განჩინებით გაიხსნა შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 2011 წლის 12 სექტემბრის ქუთაისის საქალაქო სასამარლოს საოქმო განჩინებით მომრიგებელი საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბაბამისად დაიწყო შპს ,,ბლექ სი ინვესტისმიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება და 2011 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდ შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე ვლადიმერ სალაძის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილება. ამასთან, შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 60 (სამოცი) დღით ამ განჩინების გამოქვეყნებიდან.

  2012 წლის 16 დეკემბერის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით გაგრძელებული იქნა რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის ვადა და კრედიტორთა კრება დაინიშნა 2012 წლის 17 თებერვალს 14:00საათზე.

2012 წლის 17 თებერვალს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე არ გამოცხადდა კრედიტორთა 51% ხმის უფლების მქონე კრედიტორები, რის გამოც კრება გადაწყვეტილებაუუნაროდ გამოცხადდა.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა მეორე კრება 2012 წლის 24 თებერვალს 14:00 საათზე.

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27- მუხლებით და

:

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა მეორე კრება 2012 წლის 24 თებერვალს 14:00 საათზე.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის . 11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. კრებაზე განხილულ იქნს შემდეგი საკითხი:

ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რებილიტაციის გეგმის წარმოდგენის შემთვევაში მისი განხილვა და შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა.

4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: . ქუთაისი, კუპრაძის 11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე                    . აბუსერიძე