დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016084 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 20 თებერვალი
დაბა თიანეთი
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1.
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №22 დადგენილებაში (სსმ, 24.08.2010, 010260020.35.154.000380) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზაციას.“.
2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.“.
3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“ .
4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებული გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;“.
5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:“;
გ) „მ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;“;
დ) „მ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;“.
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურა
1. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სამსახურის დებულების პროექტს შეიმუშავებს გამგებელი.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეული მისი დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
4. თვითმმართველი ერთულის ტერიტორიული ორგანოები იქმნება ამ დებულებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში. მათი ფუნქციები განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“.
7. მე-11 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის სტრუქტურული ერთეული – გამგეობის სამსახური შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების პროექტებს.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური;
დ) ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების და ქონების მართვის სამსახური;
ე) განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური;
ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
თ) სახანძრო-სამაშველო სამსახური;
ი) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;
კ) მუნიციპალური შესყიდვების სამსახური.“.
8. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) დ. თიანეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – დ. თიანეთი და სოფლები; ჭურჭელაურები, მამადაანები, საწურე, თეთრახევა);
ბ) დ. სიონის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – (სამოქმედო ტერიტორია – დ. სიონი და სოფლები: ორხევი, საჯინიბო, ბადაანი, ბოჭორმა, ომარაანი, ფიჭვიანი, ყუდრო, გრძელველები);
გ) არტნის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო არტანი, ქვემო არტანი, ბოდახევა, დულუზაურები, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქუშხევი);
დ) ახალსოფლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ჩაბანო, გოჯიაანები, ჭიაურა, ხაიშო, კაწალო);
ე) ზარიძეების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზარიძეები, ბუჭყინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ქვემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიაანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ხოფცა, ჯიჯეთი);
ვ) ნაქალაქრის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები ზემო ნაქალაქარი, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, დორეულები, ბეწენწურები, მაგრანეთი, ზურაბები);
ზ) ჟებოტის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჟებოტა, თეგერაანები, ძებნიაურები, ლელოვანი, თხილი);
თ) სიმონიანთხევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიმონიანთხევი, გორანა, ნადოკრა, თოლენჯი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, ჩიტაურები);
ი) ტუშურების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტუშურები, კახოიანები, ალაჭანი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები);
კ) ღულელების ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ღულელები, ბალებისხევი, წყაროთუბანი, ტოლაანთსოფელი, თრანი, სიონთგორი, ხადოელები, კვერნაულა, კვირიასხევი, გუდანელები, თოხოლჩა);
ლ) ჩეკურაანთფორის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩეკურაანთგორი, ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ველები, ძირხვნიანი);
მ) ხევსურთსოფლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ხევსურთსოფელი, საყდრიონი, დევენაანთხევი);
3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თიანეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებული, რომელიც ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
9. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომლებიც ერთდროულად შეეხება გამგეობის ორ ან მეტ სტრუქტურულ ერთეულს ან თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოს. რეორგანიზაცია ხორციელდება აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულის (თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს) ლიკვიდაციის შემთხვევაში.“.
10. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია არის სამსახურში განხორციელებული სტრუქტურული და/ან ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც არ შეეხება გამგეობის სხვა რომელიმე სტრუქტურულ ერთეულს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია საკრებულოს დადგენილება სამსახურის დებულებაში (თუ ცვლილება შეეხება გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სახელწოდებას – აგრეთვე ამ დებულებაში) ცვლილების შეტანის და სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:
ა) სამსახურის რეორგანიზებული სტრუქტურა და ფუნქციები;
ბ) რეორგანიზაციის ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს ორ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს;
გ) რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმა;
დ) რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი.
3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაციაზე ვრცელდება ამ დებულების მე-13 მუხლის შესაბამისი ნორმები.“.
11. მე-18 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“.
12. მე-19 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“
13. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.“.
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები