სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

  • Word
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160000.10.003.016730
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
57
20/02/2012
ვებგვერდი, 23/02/2012
300160000.10.003.016730
სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2012 - 26/07/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 57

2012 წლის 20 თებერვალი

. თბილისი

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ელექტ­რო­ნული მმართველობის დანერგვის შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2011 წლის 7 ნოემბრის 698 ბრძანებულების შესაბამისად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რე­სურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის და­ნე­რგვის მიზ­ნით: 

1. დამტკიცდეს თანდართული „სახაზინო (საბი­უ­­ჯეტო) დაწესე­ბუ­ლებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტო­მა­ტი­­ზებული სის­ტე­მის  სტანდარტი“ (შემდგომში – სტანდარტი).        

2. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებუ­ლებებმა:

ა) რომლებშიც უკვე დანერგილია ადამიანური რესურსების მა­რთვის ავტომატიზებული სისტემა, თავიანთი პროგრამა მოიყვანონ შესაბამისობაში ამ დადგენილებით დამტკიცებულ სტანდარტთან არა უგვიანეს 2012 წლის 1 აპრილისა;

ბ) რომლებშიც ჯერ არ დანერგილა ადამიანური რესურსების მარ­თვის ავტომატიზებული სისტემა, დანერგონ სტანდარტის  შესაბა­მისი  პროგრამა არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივნისისა.

3 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის დანერგვა განა­ხორ­­ციელონ  არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა, ხოლო  ქალაქ თბი­ლისის თვითმმართველმა ერთეულმა სტან­დარტის  შესაბამისი ელექ­ტ­­რო­ნული პროგრამა დანერგოს არა უგვი­ა­ნეს 2012 წლის 1 ივნისისა.

მუხლი 2. 2012 წლის 1 აპრილიდან ადამიანური რესურსების მა­რ­თვის ავტომატიზებული სისტემის სტანდარტის შესაბამისი პროგრა­მის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამი­ნის­ტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართვე ­ლოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალი­ტი­კური სამსახუ ­რისაგან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №302 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

მუხლი 3. ადამიანური რესურსების მარ­თვის ავტომატიზებულ  პროგ­რა­მაში მოცემული თანამდებობები უნდა შეესაბამებოდეს „საჯა­რო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრე­ზიდენტის  2001 წლის 21 ივლისის  №286 ბრძანებულებით გან­საზ­ღვრულ მთავარ, წამყვან, უფროს და უმცროს საჯარო თანა­მდე­ბობებს.

მუხლი 4. ამ დადგენილების მოქმედება  2014 წლის 1  იანვრამდე ვრცელდება მხოლოდ 1 დანართით განსაზღვრულ სახაზინო (საბიუ­ჯეტო) დაწესებულებებზე ,  ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან – ყველა სა­ხაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაზე. 

მუხლი 5. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართ­ველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე.

მუხლი 6. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებმა არა უგვია­ნეს 2012 წლის 1 მარტისა საჯარო სამსახურის ბიუროს წა­რუდგინონ ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სის­ტემის ჩართ­ვის გრაფიკი.

მუხლი 7.  ამ დადგენილების შესრულების კოორ­დინაცია და მო­ნი­ტორინგი განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო სა­მსახურის ბიურომ. 

მუხლი 8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

. გილაური

შეტანილი ცვლილებები :

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №302 ვებგვერდი, 27.07.2012წ.