,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 09/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016442
  • Word
121
20/02/2012
ვებგვერდი, 20/02/2012
040030000.08.002.016442
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №121

2012 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს 670 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა“ და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს 670 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., 102, მუხ. 1532) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ დებულების (დანართი 1) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) პირველი სამმართველო (ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო), რომლის ამოცანაა სპეციალური კავშირების სატელეფონო სადგურის მართვა; სპეციალური კავშირების საკომუნიკაციო კვანძებში სატელეფონო სისტემების ინსტალაცია, ექსპლუატაცია და მონიტორინგი; საკომუნიკაციო არხების სიგნალიზაციების პროგრამული ინსტალაცია; უსაფრთხოების სისტემების ექსპლუატაცია; სატელეფონო სისტემაში განხორციელებული ზარების აღრიცხვა;

ბ) მეორე სამმართველო (კიბერუსაფრთხოების სამმართველო), რომლის ამოცანაა სპეციალური კავშირების საკომუნიკაციო კვანძებში მონაცემთა გადაცემის ქსელის პროქტირება, მონაცემთა გადაცემის ქსელის პროგრამული უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო ქსელის მოწყობილობების, მონაცემთა გადაცემის სისტემის აპარატურის შერჩევა, ინსტალაცია, ექსპლუატაცია და მონიტორინგი; მონაცემთა გადაცემის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კრიპტირების სისტემების შერჩევა, ინსტალაცია, მართვა და მონიტორინგი; სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის უწყვეტი ენერგომომარაგებისათვის საჭირო საკითხების გადაჭრა;

) მესამე სამმართველო (შიდა უსაფრთხოების სამმართველო), რომლის ამოცანაა სააგენტოს ფუნქციონირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოსა და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემით მოსარგებლე ობიექტებზე განთავსებულ სპეცკავშირების კვანძებში უსაფრთხოების ღონისძიებათა დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი; კანონმდებლობით განსაზღვრული უმაღლესი და პირველი კატეგორიის აბონენტთა შორის შეუფერხებელი, საიმედო და დახურული კავშირების (საკომუტაციო) უზრუნველყოფა; დაკავშირების განხორციელბისას საიდუმლების მოთხოვნათა დაცვა და მისი მუდმივი კონტროლი; სააგენტოში დისციპლინური გადაცდომებისა და სხვა დარღვევების, ტექნიკური დაზიანებებისა და საგანგებო შემთხვევების სამსახურებრივი შემოწმება, ანალიზი და რეაგირების ღონისძიებათა შემუშავება; საგანგებო და საომარი მდგომარეობისას სააგენტოს სამობილიზაციო გეგმების შემუშავება;

) მეოთხე სამმართველო (ადმინისტრაციული სამმართველო), რომლის ამოცანაა სააგენტოს ფუნქციონირების საკადრო, საფინანსო, სამეურნეო და სხვა ადმინისტრაციული საკითხების უზრუნველყოფა.“;

ბ) ბრძანებულების მე-8 პუნქტით დამტკიცებული 4 დანართის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,9.

კერძო სამართლის იურიდიული პირები (რომლებიც დაფუძნებული არ არის სახელმწფოს წილობრივი მონაწილეობით) – სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

კერძო სამართლის იურიდიული პირები (რომლებიც დაფუძნებულია სახელმწფოს წილობრივი მონაწილეობით) – სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი