ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოების დადგენის შესახებ

ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 17/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2012
ძალაში შესვლის თარიღი 08/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 330090000.35.132.016100
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
17/02/2012
ვებგვერდი, 23/02/2012
330090000.35.132.016100
ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოების დადგენის შესახებ
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2012 - 27/07/2018)

თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს

დადგენილება 10

2012 წლის 17 თებერვალი

. ბათუმი

ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოების დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. დადგინდეს ქ. ბათუმის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების სავალდებულოება III და IV კლასების შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობისას.

2. არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმების დროს გათვალისწინებულ იქნეს ისტორიულად ჩამოყალი­ბებული განაშენიანებისა და გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნების პირობები, მეხამრიდების მონტაჟი, ფასადების ღამის განათება და გარემოს ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით მისი მოწყობა ნესტგამძლე მასალებით, რაც უნდა გამორიცხავდეს ნალექის შეღწევის შესაძლებლობას შენობა-ნაგებობის ინტერიერში.

3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე           . კირთაძე