„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016089
  • Word
8
17/02/2012
ვებგვერდი, 23/02/2012
280120000.35.143.016089
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

201 2 წლის 17 თებერვალი

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 11 იანვრის №1 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილების მ-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილება 2012 წლის 1 იანვრიდან.“;

გ) დადგენილების მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-18, მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 18. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა სოციალური მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №19 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე, რომლის მიზანია შშმ მოსწავლეთა უწყვეტი აღზრდისა და სწავლების პროცესის ხელშეწყობა მათი სოციალურ-საყოფაცხოვრებო და შრომითი ადაპტაციის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 19. საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგებისა და მათი სოციალური დაცვის სხვა ღონისძიებები

ეს მუხლი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა ყოფა-ცხოვრების პირობების მოწესრიგების ღონისძიებების, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 დეკემბრის №1602 განკარგულების შესაბამისად დევნილთა დასახლებებში გარე განათებაზე, წყლის ტუმბოებსა და საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების ფუნქციონირებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების დაფინანსებას.

    მუხლი 20. მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსწავლეებისა და აღსაზრდელების უფასო მომსახურება

     ამ მუხლით გათვალიწინებული უფასო მომსახურება ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №15 განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალური პროგრამის საფუძველზე, რომლის მიზანია დევნილისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შესაბამისად მუსიკალური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა მათთვის დაწესებული გადასახდელების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარვის გზით.“;

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში:

გ.ა) ფართომასშტაბიანი სტიქიისას სტიქიით მიყენებული ზარალის დამდგენი მუნიციპალური კომისიის დასკვნის საფუძველზე;

გ.ბ) ლოკალური შემთხვევებისას მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, სახანძრო დაცვის სამსახურისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთობლივი დასკვნის საფუძველზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               დ . ლომიძე