დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.129.016052 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 6
2012 წლის 17 თებერვალი
ქ. ჭიათურა
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებ ის შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 06 აგვისტოს №5 დადგენილებ აში (სსმ, ნაწილი V, N14, 1 9. 08.2010 , მუხლი 334) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულები ს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებ ის მე-1 3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სოფლის მეურნეობის დარგში მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების და მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების განსაზღვრა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები