„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.016727
  • Word
55
14/02/2012
ვებგვერდი, 17/02/2012
010240030.10.003.016727
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 55

2012 წლის 14 თებერვალი

. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) შეტანილ იქნეს ცვლილება  და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑3 მუხლის მე‑2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოანი დავალების წარმატებით შესრულებისათვის, აგრეთვე სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის (მათ შორის, პრემირების) გამოყენების თაობაზე.“.

მუხლი 2. დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                         ნ. გილაური