დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.10.003.016726 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №54
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში (სსმ 172, 31.12.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ (დანართი №1) მე‑2 მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ან საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების მიერ. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები