დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.016724 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №52
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 18/03/2011, 010240030.10.003.016293) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ ) ამტკიცებს ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი სისტემის ინდიკატორებს, მათი აღწერის მეთოდოლოგიებსა და წარმოების წესს.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები