დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.149.016097 |
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2012 წლის 17 თებერვალი
ქ. კასპი
,,კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ნოემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ” კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ნოემბრის №45 დადგენილებით (სსმ, 02/12/2011; 010250050.35.149.016074) დამტკიცებული წესის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის’’ წოდების ჩამორთმევა შეუძლია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მქონე პირის მიერ უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის გამო“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები