დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.142.016035 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/02/2012 - 28/03/2013)
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 5
2012 წლის 13 თებერვალი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1. შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2. განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა. ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.0 ლარის ოდენობით;
ბ. ახალ ასაშენებელი საკუთარი წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის თითოეული გრძივი მეტრისათვის 0,25 ლარის ოდენობით;
გ. გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა. ერთ სულ მოსახლეზე 0.20 ლარის ოდენობით თვეში;
ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 13.80 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:
ა. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;
ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;
დ. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 40 000 ლარის ოდენობით;
ე. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №4 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ” . (სსმ ვებგვერდი 18.03.2011).
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. სტამბოლციანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები