დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.112.016070 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი 110228035, 09/03/2011წ.) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარებისა და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის, შპს „რეფერალური დახმარების ცენტრის მიერ ლანჩხუთში მოვლინებულ თანამშრომელთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის პროგრამა;“
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები