ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016069
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
10/02/2012
ვებგვერდი, 21/02/2012
010260020.35.112.016069
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/02/2012 - 18/02/2013)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2012 წლის  10 თებერვალი

 ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1. დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების   სამსახურის დებულება (თან ერთვის).   

მუხლი  2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          რ . ჩიტიძე

დანართი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

4.  სამსახურის  ადგილსამყოფელია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37.

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს რეგლამენტი, გამგეობის დებულება და ეს დებულება.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

სამსახური შედგება  სამსახურის უფროსისა და მთავარი სპეციალისტებისაგან.

 მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი,  რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 

2. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით,  უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი სპეციალისტი.

3. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ)  იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) ახორციელებს  კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გა თავისუფლების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

5.  სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

    მუხლი 5. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) შესაბამის ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდებას;

ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისათვის/პირებისათვის მიწოდებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა.

) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომელთა უფლება -მოვალეობები

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.