დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.112.016068 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. ლანჩხუთი
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №13 დადგენილებაში (სსმ v, №16, 25.08.2010 წ. მუხ.436 გვ.122) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1.
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.“
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებისაგან.“
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.“
4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.“
5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს.“
6. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;“
7. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ლ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით:“
8. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ.ა.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;“
9. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ.გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;“
10. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) კურატორობ(ენ)ს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობ(ენ)ს გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.“
11. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12.
1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული (შემდგომში–რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3. კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას.
4. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.
5. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
6. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
7. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით ასრულებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“
12. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები“
13. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოები;“
14. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1 “ ქვეპუნქტი:
„კ1 ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.“
15. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოება, მათი კომუნიკაცია ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სამეურნეო კუთხით უზრუნველყოფა.“
16. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.“
17. მე-14 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციაა განამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს თანამდებობის პირების და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება; ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება.“
18. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 15.
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ქ. ლანჩხუთის ტერიტორიული ორგანო;
ბ) მამათის ტერიტორიული ორგანო;
გ) აცანის ტერიტორიული ორგანო;
დ) აკეთის ტერიტორიული ორგანო;
ე) ნიგოითის ტერიტორიული ორგანო;
ვ) შუხუთის ტერიტორიული ორგანო;
ზ) მაჩხვარეთის ტერიტორიული ორგანო;
თ) გვიმბალაურის ტერიტორიული ორგანო;
ი) ჩიბათის ტერიტორიული ორგანო;
კ) ჯურუყვეთის ტერიტორიული ორგანო;
ლ) ნინოშვილის ტერიტორიული ორგანო;
მ) ნიგვზიანის ტერიტორიული ორგანო;
ნ) ჩოჩხათის ტერიტორიული ორგანო;
ო) ლესის ტერიტორიული ორგანო;
პ) სუფსის ტერიტორიული ორგანო;
ჟ) ღრმაღელის ტერიტორიული ორგანო.
3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.”
19. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.“
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები