დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.22.030.016043 |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №44
2012 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებით (სსმ III, 09.10.2007, №140, მუხ. 1553) დამტკიცებული დებულების მე -5 მუხლის მე -3 პუნქტის ,,თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ1) იმ შემთხვევაში, როცა რამდენიმე დამოუკიდებელ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთი ხელმძღვანელი, იგი გამოსცემს ბრძანებებს მისი მივლინების შესახებ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელშიც იგი წარმოადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაგრამ არ გააჩნია ამ სახელმწიფოში მუდმივი ადგილსამყოფელი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ . ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები