დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016055 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/02/2012 - 17/04/2013)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №4
2012 წ ლის 14 თებერვალი
ქ. სამტრედია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1. დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა . ჯვარშეიშვილი
დანართი №1
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულება
მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის სფეროში თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ და ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში დელეგირებულ საკითხებში კანონმდებლობითა და მათ საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ ი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განის აზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულები თა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
მუხლი 3. სამსახურის საჯარო მოხელეები
სამსახურის საჯარო მოხელეებია:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ ) მთავარი სპეციალისტი;
გ ) წამყვანი სპეციალისტი.
მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აღრიცხვიანობას და მათი მოწესრიგები ს შესახებ წინადადებების შემუშავებას ;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მოსარგებლეების მიერ მიწის სარგებლობის ქირისა გადახდისა და ხელშეკრულებით გასა თვალისწინებული სხვა ღონისძიებების შესრულების შესახებ წინადადებების მომზადებას ;
გ) წინადადებების შემუშავებას ახალი ტექნოლოგიების დასანერგად მცირე გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის მიზნით;
დ ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აღრიცხვიანობას და მათ მობილიზებას სამუშაოების აგროვადებში განხორციელების მიზნით;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რ ეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობი ს შესაბამისად .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები