„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016012
  • Word
24
13/02/2012
ვებგვერდი, 16/02/2012
040030000.22.055.016012
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება 24

2012 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 201 1 წლის 9 ნოემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის 160 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 111114013, 15/11/2011) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდობის სახლის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების მიზნით, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზება;.

2. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ 1 ქვეპუნქტი:

„ა1) შემოიღოს ფასიანი მომსახურება (მათ შორის სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზებისა და სახლის სარგებლობაში არსებულ ფართში სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვისათვის), რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი მოახმაროს სახლის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;.

3. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ 1 ქვეპუნქტი:

„ვ1) ამტკიცებს ამ დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ა1ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურების განაკვეთებს და აგრეთვე, ამ მხრივ განსაზღვრავს საშეღავათო პირობებს შესაბამისი კატეგორიის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის;“.

4. დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ 1 ქვეპუნქტი:

1 ) ამ დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტის „ა1ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვლ. ვარძელაშვილი