დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430190000.22.022.016311 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №45/ნ
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
,,მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის №46/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 110407027, 07.04.2011 სარეგისტრაციო კოდი 430190000.22.022.016085) დამტკიცებულ ,,მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებელი ტესტირების წესსა და პირობებში” შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
მუხლი 51. ტესტირების საფასური
1. ტესტირებაში მონაწილეობის საფასური მოიცავს:
ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;
ბ) მასწავლებლის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს.
2. მასწავლებელი არ იხდის ტესტირებაში პირველად მონაწილეობის ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
4. მასწავლებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
5. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, მასწავლებელს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.“;
ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. რეგისტრაცია
1. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების საფუძველია მასწავლებლის მიერ შევსებული განცხადება ტესტირებაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
2. ტესტირების ჩატარების მიზნით, დაინტერესებული მასწავლებლის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებისა და ცენტრის მიერ განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება მასწავლებლის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში – სამსახურის ვებგვერდის) გამოყენებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, მასწავლებელი სამსახურის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს (თერთმეტ ნიშნა ნომერი), ელექტრონულ მისამართს და შესაბამის ველში აღნიშვნით ადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია.
5. მასწავლებელს, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის 51 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების მონაწილეობის საფასური.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ ცენტრი მასწავლებელს შეტყობინებას გაუგზავნის ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი კოდის მითითებით, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.
7. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონული მისამართის მეშვეობით.
8. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი დოკუმენტები.
9. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ტესტირების დაწყებამდე, თითოეულ მასწავლებელზე, რომელმაც სურვილი გამოთქვა ტესტირებაში მონაწილეობაზე, გაიცემა სპეციალური მოსაწვევი, რომელშიც პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:
ა) ტესტირების ჩატარების თარიღი და უშუალოდ ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
ბ) საგამოცდო ცენტრის მისამართი, სადაც ტარდება ტესტირება.“
გ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მასწავლებელს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე ელექტრონული ფორმით წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ტესტისა და პასუხების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის განმავლობაში. მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. საპრეტენზიო განაცხადში დავალების ნომრის მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ტესტში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე.“;
დ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ხორციელდება ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი პროცედურებით ამ წესის 51 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის შემდეგ.“.
მუხლი 2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე ცენტრის მიერ 2012 წლის ტესტირების მოსამზადებლად გატარებული შესაბამისი ღონისძიებები ჩაითვალოს ამ წესის შესაბამისად განხორციელებულად.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები