დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 43/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/02/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.016309 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №43/ნ
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ 09.01.2007 №3, მუხ. 22) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
,,91. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ტარდება წერილობითი ფორმით ამ დაწესებულების მიერ განსაზღვრული ერთიანი საგამოცდო ცენტრის მეშვეობით.’’
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
დოკუმენტის კომენტარები