დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016075 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №6
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს დამატება და დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ, საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დანართი №1 ცხრილს წამყვანი სპეციალისტის გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის გრაფა:
| წამყვანი სპეციალისტი (მძღოლი) | 700 |
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის დაფინანსება განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს დადგენილებით გათვალისწინებული რანგირების ცვლილებიდან გამომდინარე შრომის ანაზღაურების მატების შესაბამისი დაფინანსების საკითხის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში გათვალისწინება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები