დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.32.057.016074 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება № 5
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. ბათუმი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №68, (23.283), 2010 წ. 24-25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ტრანსპორტის განყოფილების გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| ტრანსპორტის განყოფილება | |
| განყოფილების უფროსი | 1 |
| წამყვანი სპეციალისტი | 2 |
| წამყვანი სპეციალისტი (მძღოლი) | 12 |
2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის დაფინანსება განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს დადგენილებით გათვალისწინებული რანგირების ცვლილებიდან გამომდინარე შესაბამისი დაფინანსების საკითხის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში გათვალისწინება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები