„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების, (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების, (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016079
  • Word
7
06/02/2012
ვებგვერდი, 20/02/2012
010250020.35.107.016079
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების, (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 6 თებერვალი

აბა ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების, (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ა:

მუხლი 1. შეტანილ იქნას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების, (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ივლისის №7 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა.“

2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს; ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. ლემონჯავა