დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.107.016077 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წლის 6 თებერვალი
დ. ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №28 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ს ვებ-გვერდი, 21.10.2010 წელი):
1. დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება.
2. დებულების მე-3 მუხლის მე- 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანომდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები