დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.134.016077 |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წელი 3 თებერვალი
დაბა ქედა
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 მარტის №14 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №32; 23.03.10; გვ.6) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5) სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, კოსტავას ქ. №3.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველ მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,6) სამსახურს აქვს ბეჭედი და იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი სახელწოდებით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები