დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016049 |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 3 თებერვალი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე სსმ, 11, 13/08/2010 – 010250020.35.139.000242) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა. დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;
ბ. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ. სოფლის მეურნეობის სამსახური.“;
გ. დებულების მე-13 მუხლს დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„71. სოფლის მეურნეობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია – სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელის შეწყობა.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ქურდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები