დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/ მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.10.003.016719 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №46
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2011 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2012 წლის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 290160000.10.003.016652, 30/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑12 და მე‑13 პუნქტები:
„12. 2011 წლის „მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“, „იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ სტრატეგიული ვაქცინებისა და შრატების შესყიდვის კომპონენტის და „ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის საანალიზო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტის უწყვეტად განხორციელების მიზნით, პროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელ სუბიექტებად, სამინისტროს ნაცვლად, განისაზღვრონ ცენტრი და სააგენტო, დანართის შესაბამისად. სამინისტრომ უზრუნველყოს ცენტრისა და სააგენტოსათვის ამ პროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებებისა და შესყიდული საქონლის (მედიკამენტები, სამედიცინო დანიშნულების საქონელი და საკვები დანამატები) ეტაპობრივი გადაცემა, მაგრამ არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე (გარდამავალი პერიოდი). გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებლად ცენტრი ან სააგენტო განისაზღვროს იმ დღიდან, როდესაც უფლებამოსილ მხარეთა შორის გაფორმებული იქნება შესაბამისი დოკუმენტები (ხელშეკრულება/შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.), ამასთან:
ა) სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში შესყიდვების პროცესში აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების გადაცემა ცენტრისა და სააგენტოსათვის;
ბ) სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მის ბალანსზე რიცხული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების ცენტრისა და სააგენტოსთვის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღისათვის არსებული ნაშთები (შეძენილი, გახარჯული, დარჩენილი საქონელი, გადარიცხული თანხები და ა.შ.), წლების მიხედვით;
გ) ცენტრმა და სააგენტომ უნდა უზრუნველყონ გარდამავალ პერიოდში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების ჩანაცვლება და მიწოდებული მედიკამენტებისა და საკვები დანამატების მიღება;
დ) ცენტრმა და სააგენტომ უნდა უზრუნველყონ გარდამავალ პერიოდში დასრულებული ტენდერით და გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით სამინისტროსთვის დაკისრებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების შესრულება;
ე) გარდამავალ პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, მიეცეთ უფლება ცენტრსა და სააგენტოს, იხელმძღვანელონ ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული უფლებით და გააგრძელონ/გააფორმონ ხელშეკრულება პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების/უფლებამოსილებების დაცვით.
13. 2011 წლის „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის“ ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზრდაში ჩამორჩენის პროფილაქტიკის კომპონენტის უწყვეტად განხორციელების მიზნით, პროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელ სუბიექტად, ცენტრის ნაცვლად, განისაზღვროს სააგენტო, დანართის შესაბამისად. ცენტრმა უზრუნველყოს სააგენტოსათვის ამ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებებისა და შესყიდული საქონლის (მედიკამენტები) ეტაპობრივი გადაცემა, მაგრამ არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე (გარდამავალი პერიოდი). გარდამავალი პერიოდის განმავლობაში პროგრამის განმახორციელებლად სააგენტო განისაზღვროს იმ დღიდან, როდესაც ცენტრსა და სააგენტოს შორის გაფორმებული იქნება შესაბამისი დოკუმენტები (ხელშეკრულება/შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.), ამასთან:
ა) ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში შესყიდვების პროცესში აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების გადაცემა სააგენტოსთვის;
ბ) ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მის ბალანსზე რიცხული მედიკამენტების სააგენტოსთვის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღისათვის არსებული ნაშთები (შეძენილი, გახარჯული, დარჩენილი საქონელი, გადარიცხული თანხები და ა.შ.), წლების მიხედვით;
გ) სააგენტომ უნდა უზრუნველყოს გარდამავალ პერიოდში ცენტრის მიერ აღებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების ჩანაცვლება და მიწოდებული მედიკამენტების მიღება;
დ) სააგენტომ უნდა უზრუნველყოს გარდამავალ პერიოდში დასრულებული ტენდერით და გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ცენტრისთვის დაკისრებული ვალდებულებების/უფლებამოსილებების შესრულება;
ე) გარდამავალ პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, მიეცეს უფლება სააგენტოს, იხელმძღვანელოს ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული უფლებით და გააგრძელოს/გააფორმოს ხელშეკრულება პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების დაცვით.“.
2. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
| 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი | 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი | ||||
| ორგანიზაციული კოდი | დაფინანსების წყარო | ღონისძიებები | პროგრამული კოდი | დაფინანსების წყარო | განმახორციელებელი |
| 35 12 02 01 | ფსიქიკური ჯანმრთელობა | ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება | 35 03 03 01 | ფსიქიკური ჯანმრთელობა | სააგენტო |
| ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია | |||||
| ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა | |||||
| მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | |||||
| ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება | |||||
| ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მქონე პაციენტთა ურგენტული სტაციონარული მომსახურება | |||||
| ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება | |||||
| ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენცია | |||||
| 35 12 02 02 | ინფექციური დაავადებების მართვა |
| 35 03 03 02 | ინფექციური დაავადებების მართვა | სააგენტო |
| 35 12 02 03 | ტუბერკულოზის მართვა | ამბულატორიული მომსახურება | 35 03 03 03 | ტუბერკულოზის მართვა | სააგენტო |
| ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტი | ცენტრი | ||||
| რეფერენს კონტროლის კომპონენტი | სააგენტო | ||||
| სტაციონარული მომსახურება | სააგენტო | ||||
| 35 12 02 04 | აივ-ინფექცია/ შიდსი | აივ-ინფექციაზე/შიდსზე მაღალი რისკის ჯგუფის პირთა კონსულტაცია და ტესტირება | 35 03 03 04 | აივ-ინფექცია/ შიდსი | ცენტრი |
| ამბულატორიული მომსახურება | სააგენტო | ||||
| სტაციონარული მომსახურება | სააგენტო | ||||
| 35 12 02 05 | დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა | ანტენატალური მეთვალყურეობა | 35 03 03 05 | დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა | სააგენტო |
| მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა | სააგენტო | ||||
| გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა | სააგენტო | ||||
| ორსულებში B ჰეპატიტის (სწრაფი და კონფირმაციული) და აივ-ინფექციის/შიდსის (სწრაფი/მარტივი) განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებით უზრუნველყოფა | ცენტრი | ||||
| ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე | სააგენტო | ||||
| 35 12 02 06 | ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვა | ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის მომსახურება | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა | სააგენტო |
| ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტის მართვის საანალიზო‑ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა | სამინისტრო; ხოლო სამინისტროს და სააგენტოს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან (არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე) – სააგენტო, მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით | ||||
| 35 12 02 07 | სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება | სპეციალიზებული აბულატორიული დახმარება | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა | სააგენტო |
| მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმება | 35 03 03 15 | რეფერალური მომსახურება | სააგენტო | ||
| 35 12 02 08 | ნარკომანია | სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის განხორციელება | 35 03 03 07 | ნარკომანია | სააგენტო |
| ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა | |||||
| 35 12 02 09 | ანტირაბიული დახმარება |
| 35 03 03 16 | ანტირაბიული დახმარება | სააგენტო |
| 35 12 02 10 | პროფესიულ დაავადებათა პრევენცია |
| 35 03 02 05 | პროფესიულ დაავადებათა პრევენცია | ცენტრი |
| 35 12 02 11 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | კიბოს სკრინინგის კომპონენტი | 35 03 02 01 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | ცენტრი |
| სქესობრივად გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის კომპონენტი | 35 03 02 03 | ეპიდზედამხედველობის პროგრამა | |||
| 0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი | 35 03 02 01 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | |||
| ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის კომპონენტი | 35 03 03 05 | დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა | |||
| ეპილეფსიის ადრეული დიაგნოსტიკის და პრევენციის კომპონენტი | 35 03 02 01
| დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | |||
| ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზრდაში ჩამორჩენის პროფილაქტიკის კომპონენტი | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | ცენტრი; ხოლო ცენტრსა და სააგენტოს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან (არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე) – სააგენტო, მე-13 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით | ||
| 35 12 02 12 | იმუნიზაცია | ვაქცინების შესყიდვა | 35 03 02 02 | იმუნიზაცია | სამინისტრო; ხოლო 2012 წლის 1 თებერვლიდან –ცენტრი |
| მათ შორის, ვაქცინების გაცემა-განაწილება „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით | ცენტრი | ||||
| სტრატეგიული შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა | სამინისტრო; ხოლო სამინისტროსა და ცენტრს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან (არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე) – ცენტრი, მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით | ||||
| აცრა-ვიზიტები | სააგენტო | ||||
| 35 12 02 13 | უსაფრთხო სისხლი | დონორთა სისხლის სკრინინგული გამოკვლევა | 35 03 02 04 | უსაფრთხო სისხლი | ცენტრი |
| ადმინისტრირება, ხარისხის კონტროლი | |||||
| 35 12 02 14 | ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა | ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა | 35 03 03 08 | ონკოლოგიურ დაავადებათა მართვა | სააგენტო |
| ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა | |||||
| ონკოლოგიური (მათ შორის, ნეიროონკოლოგიური) დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა | |||||
| ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა | |||||
| 35 12 02 15 | დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტა‑ ცია | ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა | 35 03 03 09 | დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია | სააგენტო |
| პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა | სააგენტო | ||||
| ჰემოდიალიზისათვის საჭირო სადიალიზე მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და პერიტონეული დიალიზისთვის საჭირო სადიალიზე მასალის, კათეტერის და მედიკამენტების შესყიდვა | სამინისტრო | ||||
| თირკმლის ტრანსპლანტაცია | სააგენტო | ||||
| 35 12 02 16 | გულის ქირურგია | გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობა | 35 03 03 10 | გულის ქირურგია | სააგენტო |
| გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობა | |||||
| კორონარული ანგიოპლასტიკა | |||||
| 35 12 02 17 | ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა | ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა (ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში) | 35 03 03 11 | ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა | სააგენტო |
| ონკოინკურაბელურ და აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულ ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა | |||||
| 18 წლამდე ასაკის ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა | |||||
| 35 12 02 18 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება (მათ შორის, მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | სააგენტო |
| ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება | |||||
| 35 12 02 19 | სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტი‑ რება | სასწრაფო სამედიცინო დახმარება | 35 03 03 13 | სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება | სააგენტო |
| პროგრამის მართვა | |||||
| რეფერალური დახმარება | |||||
| საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება | |||||
| საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა | |||||
| 35 12 02 20 | სოფლის ექიმი | ამბულატორიული მომსახურება სოფლად | 35 03 03 14 | სოფლის ექიმი | სააგენტო |
| ამბულატორიული მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში | |||||
| 35 12 02 21 | რეფერალური მომსახურება |
| 35 03 03 15 | რეფერალური მომსახურება | სააგენტო |
| 35 12 02 22 | 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება | 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება – სტაციონარული დახმარება | 35 03 03 17 | 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება | სააგენტო |
| 3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება – გადაუდებელი დახმარება | |||||
| 35 12 02 23 | მოსახლეობის ურგენტული მომსახურება |
| 35 03 03 18 | მოსახლეობის ურგენტული მომსახურება | სააგენტო |
| 35 12 02 24 | ზოგადი ამბულატორიული მომსახურება |
| 35 03 03 19 | ზოგადი ამბულატორია | სააგენტო |
| 35 12 02 25 | ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება |
| 35 03 03 20 | ვეტერანთა სამედიცინო მომსახურება | სააგენტო |
| 35 12 02 26 | სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება |
| 35 03 03 21 | სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება | სააგენტო |
| 35 12 02 27 01 | მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა | დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა | შესყიდვა – სამინისტრო; ხოლო სამინისტროსა და სააგენტოს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან (არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე) –სააგენტო, მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით. ამასთან, მატერიალიზებული ვაუჩერების ბეჭდვას, მატერიალიზებული ვაუჩერის მოსარგებლეების აღრიცხვასა და მათთვის ვაუჩერების გაცემას უზრუნველყოფს სააგენტო |
| 35 12 02 27 02 | დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა | ||
| 35 12 02 27 03 | ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | ||
| 35 12 02 27 04 | ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 11 | ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა | ||
| 35 12 02 27 05 | ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 09 | დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია | ||
| 35 12 02 27 06 | უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 06 | დიაბეტის მართვა | ||
| 35 12 02 27 07 | ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფა | 35 03 03 07 | ნარკომანია | ||
| 35 12 02 27 08 | ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფა | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | ||
| 35 12 02 27 09 | მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა | 35 03 03 12 | იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა | ||
| 35 12 02 27 10 | ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა | 35 03 02 02 | იმუნიზაცია | სამინისტრო; ხოლო სამინისტროსა და ცენტრს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან (არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე) –ცენტრი, მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით | |
| 35 12 02 27 11 | სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები |
| დიაბეტის მართვა | სამინისტრო; ხოლო სამინისტროსა და სააგენტოს შორის საჭირო დოკუმენტების გაფორმების დღიდან (არა უგვიანეს 2012 წლის 1 მარტამდე) –სააგენტო, მე-12 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით | |
| 35 04 02 | ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყო‑ ფის პროგრამა | გადამდებ დაავადებათა დროული გამოვლენის გაუმჯობესება ეპიდზედამხედველობისა და ლაბორატორიულ სამსახურებზე დაფუძნებული სისტემის გამართული მუშაობის გზით | 35 03 02 03 | ეპიდზედამხედველო‑ ბის პროგრამა | ცენტრი |
| მალარიის და სხვა პარაზიტული დაავადებების პროფილაქტიკის და კონტროლის გაუმჯობესება | |||||
| ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და მუნიციპალურ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირება (სამედიცინო სტატისტიკა, იმუნიზაცია და ეპიდზედამხედველობა) | |||||
| 35 11 | სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა | ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა* | 35 03 02 01 | დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი | სააგენტო. |
* საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №101 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები