„შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016715
  • Word
42
08/02/2012
ვებგვერდი, 14/02/2012
040170020.10.003.016715
„შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 42

2012 წლის 8 თებერვალი

. თბილისი

 „შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის 380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპსსაგზაო ტექნი­კისსახს­რ­ე­ბით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამ­ტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დე­კემ­ბ­რის №380 დადგენილებაში (სსმ, 17/12/2010, 165) შეტანილ იქნეს ცვლი­­­­ბა და დად­გენი­ლე­ბით დამ­ტკიცებული „შესყიდვების სპეციალური წე­­ის“:

1. პირველი მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ც­ი­ით:

„2. შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელ­დე­ბა საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სა­ხელ­­მწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპ­რი­ლის 9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტ­რო­ნული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის და­მ­ტკიცების შესახებ“.“.

2. მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა – შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ ამ წესის №1 დანართით გან­საზღვრული და ასევე ნებისმიერი სხვა საქონლისა და მომსახურების შეს­ყიდვა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საგზაო ტექნიკა“;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;

დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარ­და უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგო­მა­რე­ობ­ა­ში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსა­ხ­უ­რების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სა­მუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსა­ხუ­რ­ე­ბა“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;

ვ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებ­ო­ბ­ის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრე­ვას­თან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სა­მუ­შაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენ­ო­ბ­ის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული სა­კო­მუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თა­ნამდევი მომსახურება, როგორებიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშა­ო­ე­ბი, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შეს­ყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალო­გი­ური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამ­შენებლო სამუშაოს ღირებულებას;

ზ) ერთ პირთან მოლაპარაკება – საქონლისა და მომსახურების შეს­ყი­დვის გამარტივებული საშუალება;

თ) პირობათა გამოკითხვა – საქონლისა და მომსახურების შეს­ყი­დ­ვის საშუალება;

ი) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შეს­ყი­დ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდ­ვ­ის საშუალება;

კ) ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სა­ქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;

ლ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარად­გენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;

მ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შპს „საგზაო ტექნიკას“ აწვდის სა­ქო­ნელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;

ნ) კომისია – შპს „საგზაო ტექნიკის“ დირექტორის ბრძანებით შექ­მ­ნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადა­წყვე­ტი­ლებებს.“.

3. მე‑3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე‑4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტი ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორ­ც­იე­ლებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მონაცემებისა და პი­რო­ბა­თა გამოკითხვის წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის გან­მა­ხორ­ციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგა­და­სა­ხა­დო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.

3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირ­ველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირ­ზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელ­სა­ყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქ­მიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრე­ტენ­დენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით და­ადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის გან­მახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან და­უ­ყოვ­ნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და შეწყვიტოს მო­ნა­წილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.“.

5. მე‑5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები და მათი განსაზღვრის წესი

1. შესყიდვის საშუალებებია:

ა) ერთ პირთან მოლაპარაკება;

ბ) პირობათა გამოკითხვა;

გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;

დ) ელექტრონული ტენდერი.

2. შესყიდვა ხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლე­ბით, გარდა ამ მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებული შემთ­ხვე­ვე­ბი­სა.

3. შპს „საგზაო ტექნიკის“ დირექტორის გადაწყვეტილებით, შეს­ყი­დ­ვა შეიძლება განხორციელდეს პირობათა გამოკითხვის, გამარტივე­ბუ­ლი ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუა­ლე­ბ­ით.

4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.

5. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტ­რო­ნუ­ლი ტენდერის საშუალებით შესყიდვა ხორციელდება სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.“.

7. მე‑16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. შესყიდვის შესახებ გარიგების (ხელშეკრულების) გა­ფორ­მების წესი

შესყიდვის შესახებ გარიგება (ხელშეკრულება) შეიძლება და­ი­დოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათ­ვალისწინებული.“.

8. მე‑17 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის 2 და 3 და­ნარ­თების შესაბამისად.“.

9. „შესყიდვების სპეციალური წესის“ №1 და 2 დანართები ჩამო­­­­ლ­­ბ­დეს თანდართული რედაქციით.

10. „შესყიდვების სპეციალურ წესს“ დაემატოს 3 დანართი.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

დანართი №1

შპს საგზაო ტექნიკის მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახუ­რების ჩამონათვალი

საქონელი

1

საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი, პროგრამების პაკეტის ჩათვლით

2

საკანცელარიო და სამეურნეო საქონელი, სავიზიტო ბარათები, ბეჭდები, ზედდებულები და სხვ.

3

ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომუნიკაციის საშუალებები და სხვ.

4

ჟურნალ-გაზეთები და სპეცლიტერატურა

5

სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა, სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები

6

სხვადასხვა მასალისა და ზომის მილები და დამხმარე მასალები

7

ლაბორატორიული აღჭურვილობა, ქიმიური ხსნარები და რეაქტივები, ქიმიური პროდუქტები

8

სპეცსამშენებლო ტექნიკა, ავტომანქანები, დაზგა-დანადგარები, მოწყობი­ლ­ობები და მათი სათადარიგო ნაწილები

9

ბალასტი, ღორღი და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი მასალები

10

ნავთობპროდუქტები, დიზელი, ბენზინი, ბიტუმი, ბიტუმის ემულსია და სხვ.

11

ასფალტბეტონი

12

სამშენებლო მასალები, არმატურა, ცემენტი, ბლოკი, აგური, ბეტონი და სხვ.

13

სპეცზეთები და საცხებ-საპოხი მასალები

14

საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები, გამაფრთხილებელი ნიშ­ნე­ბი და სხვ.

15

თხევადი გაზი, ბუნებრივი აირი, ჟანგბადი, ჟანგბადის ბალონები და სხვ.

16

სხვადასხვა მასალისა და ზომის ჭები, ლიუკები, ხუფები და სხვ.

17

ელექტრო‑ და მექანიკური მოწყობილობები, კაბელები, ელექტროფურ­ნი­ტურა, განათების სისტემები, დამხმარე მასალები და სხვ.

18

სხვადასხვა მასალის ფილები, კიბეები, კიბის საფეხურები და სხვ.

19

ლამინატისა და ხის პლინტუსები, ხის პარკეტი, ლამინირებული პარკეტი, კარ-ფანჯრები, კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურ­ნი­ტუ­რა), ფანჯრის რაფები, მინა და სხვ.

20

წყალსადენის, სანტექნიკური და კანალიზაციის მასალები, ურდულები, მრი­ცხველები და სხვ.

21

გადასახური მასალები

22

სავენტილაციო სისტემები და დამხმარე მასალები

23

თბოიზოლაციის მასალები, ჰიდროსაიზოლაციო მასალები

24

სხვადასხვა ტიპის საღებავები, საფითხი მასალა, თაბაშირ-მუყაოს ფი­ლე­ბი, შპალერი და სხვა საფარი, პლასტიკატის შეკიდული ჭერის მასალები და სხვ.

25

ქუჩების, ბაღების გასაფორმებელი სეზონური მცენარეები, ბალახი, ბა­ლა­ხის თესლი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები და ნერგები, შერე­­ლი ჯიშის ხე-მცენარეები

26

მუშებისა და მომსახურე პერსონალის საკვები, საყოფაცხოვრებო დანიშ­ნუ­ლე­ბის ჭურჭელი, თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები და სხვ.

27

თოკები, ტროსები, საჭიმები, ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები და სხვ.

28

საბავშვო საქანელები, ბაღების, სკვერების მოსაწყობი მასალები, ხელოვ­ნუ­რი საფარი და დამხმარე მასალები

29

სამედიცინო მოწყობილობები, ფარმაცევტული პროდუქტები

მომსახურება

1

კომპიუტერული მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფა, საინფორ­მა­ციო და სარეკლამო მომსახურება, ნებართვებისა და სპეცფორმების აღ­­ბა, ბეჭდვა, საფოსტო მომსახურება და სხვ.

2

საპროექტო მომსახურება

3

ქვის სამსხვრევი საამქროს რემონტი, ბეტონის ქარხნის კვანძების რემონტი

4

ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება, ა/მანქა­ნე­ბისა და სამშენებლო ტექნიკის რემონტი, ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის ტექ­დათვალიერება

5

მძიმე გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება

6

დაზგა-დანადგარებისა და მოწყობილობების რემონტი

7

სანოტარო მომსახურება, თარგმნა, იურიდიული მომსახურება, სადაზ­ღვე­ვო მომსახურება, აუდიტური, საკონსულტაციო მომსახურება, პერსონა­ლის გადამზადება, ტრენინგ-სემინარები

8

ექსპერტიზის მომსახურება, საბროკერო მომსახურება, საშუამავლო მომსა­ხუ­რება, ლაბორატორიული მომსახურება, დაცვა, დასუფთავება

9

სატრანსპორტო მომსახურება, სპეცტექნიკით მომსახურება, გადაზიდვები

10

ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის იჯარა

11

მუშებისა და მომსახურე პერსონალის კვება, სამრეცხაო მომსახურება

12

სატყეო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურებები, სამხერხაო მომ­ს­ახურება, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები

13

კარ-ფანჯრების, საკეტების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება, ონ­კა­ნების, ურდულების, მრიცხველების შეკეთება და სხვა ანალოგიური მომ­სახურებები

14

ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების, ელექტროგამანა­წი­ლებ­ლისა და საკონტროლო მოწყობილობების, ელექტრო და მექანიკური მოწ­ყობილობების რემონტი, მონტაჟი და დემონტაჟი

15

სტუმრების დახვედრისა და მიღების ორგანიზების მომსახურება, საკონ­ფე­რენციო დარბაზის იჯარა, საკონფერენციო მომსახურება

16

საინჟინრო მომსახურება, გეოლოგიური, გეოდეზიური და სხვა მომსა­ხუ­რე­ბები, ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახუ­­ება, მონიტორინგი და კონტროლი, კვლევასა და დამუშავებასთან დაკავში­რე­ბული საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებები

17

დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ანტისეპტიკური დამუშავ­ე­ბა და ხანძარსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომ­სა­­ხუ­რებები

18

კერძო საკუთრების იჯარა

19

სავალი ნაწილის დახაზვასა და მონიშვნასთან დაკავშირებული მომ­სა­ხუ­რ­ებები, ბიტუმის ემულსიის მოსხმა, ბორდიურების მოწყობასთან და­კავ­შირებული მომსახურებები და სხვ.

20

სპეცსამშენებლო ტექნიკის, დანადგარებისა და მოწყობილობების რე­მონ­ტი, მონტაჟი და დემონტაჟი.

 

 

დანართი №2

ანგარიში

შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ _____ წელს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ

 

 

მიმწოდებელი მხარის დასახელება

მიწოდებული საქონლის ღირებულება

გაწეული მომსახურების ღირებულება

შესყიდვის საერთო ღირებულება

შესყიდვისათვის ფაქტობრივად

გადახდილი თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

ანგარიში

შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ _____ წელს პირობათა გამოკითხვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ

 

მიმწოდებელი მხარის დასახელება

მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების დასახელება

მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ღირებულება

შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა

შესყიდვისათვის ფაქტობრივად

გადახდილი თანხა