დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 დეკემბრის N109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016058 |
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 7 თებერვალი
ქ. ხობი
„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 დეკემბრის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 დეკემბრის №109 დადგენილებაში (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“ №1-2, 16.01.2009 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 01025002035106004047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)“:
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა;“;
ბ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ წარმოდგენილ გამგეობის დებულებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;“;
გ) 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს გამსვლელი სხდომების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან – რწმუნებულთან ერთად.“.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები