„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016057
  • Word
8
07/02/2012
ვებგვერდი, 16/02/2012
010260020.35.106.016057
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2012 წლის 7 თებერვალი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის  №26 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №26 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებ.გვერდი 110307104,21/03/2011წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016019) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების“:

ა)  მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამეწარმეო დარგების (მრეწველობა, მშენებლობა, არქიტექტურა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, საბინაო-კომუნალური და საგზაო მეურნეობები), ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების მართვა;“;

ბ)   მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)   მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს მათგან ინფორმაცია;“;

გ)   მე-7 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.   დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                        მ. ჭოხონელიძე