„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - გამგეობის რწმუნებულის ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 ოქტომბრის N134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - გამგეობის რწმუნებულის ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 ოქტომბრის N134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016054
  • Word
5
07/02/2012
ვებგვერდი, 16/02/2012
010260020.35.106.016054
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - გამგეობის რწმუნებულის ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 ოქტომბრის N134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2012 წლის 7 თებერვალი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – გამგეობის რწმუნებულის ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 ოქტომბრის №134 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის გამგეობის რწმუნებულის ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 ოქტომბრის №134 დადგენილებაში (გაზეთი „ახალი სამკუთხედი“ №28, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 01025002035106004253) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ბეჭდის გამოყენების წესი“ თანახმად დანართისა.“;

გ) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ბეჭდის გამოყენების წესი“;

დ) დადგენილების დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის (შემდგომში „რწმუნებული“) მიერ სამსახურებრივი ბეჭდით სარგებლობისა და შენახვის პირობებს.“;

ე) დადგენილების დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რწმუნებულის ბეჭედი წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთ ატრიბუტს და გამოიყენება როგორც ამ ტერიტორიული ორგანოს მიერ წარმოებულ საქმისწარმოების პროცესში შექმნილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაციის (მონაცემების) ნამდვილობის დამადასტურებელი დამატებითი რეკვიზიტი.“;

ვ) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რწმუნებულის ბეჭდის შენახვის უფლებამოსილების სხვა პასუხისმგებელი პირისთვის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი რწმუნებულის წინადადებით და იგი გამგებლის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეს.“;

ზ) დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრული, რწმუნებულის მიერ გასაცემი დოკუმენტი;“;

თ) დადგენილების დანართის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების შემთხვევაში, „სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ბეჭდის ახალი ნიმუში და აღწერილობა, სხვა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის ორგანოს.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე