„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/02/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016053
  • Word
4
07/02/2012
ვებგვერდი, 16/02/2012
010260020.35.106.016053
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2012 წლის 7 თებერვალი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვილილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №32 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 110307110, 21.03.2011 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება თანახმად დანართისა.“;

გ) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების დებულება“;

დ) დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში - „ტერიტორიული ორგანო“) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, საკრებულოსა და გამგეობის ურთიერთობას მოსახლეობასთან, ადმინისტრაციული ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.“;

ე)  დადგენილების დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიული ორგანო შედგება ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულისა (შემდგომში - „რწმუნებული“) და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისგან.

2. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.“;

) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასახლებულ პუნქტში, სადაც სანოტარო ბიურო არ არის, რწმუნებული უფლებამოსილია შეასრულოს შემდეგი სანოტარო მოქმედებები:

ა) დაადასტუროს ანდერძი;

ბ) მიიღოს ზომები სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;

გ) დაამოწმოს დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორე დედანთან;

დ) გადასცეს პირის განცხადება და ცნობა სხვა პირს;

ე) დაადასტუროს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტი;

ვ) დაადასტუროს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტი;

ზ) შესანახად მიიღოს დოკუმენტები;

თ) დაადასტუროს მოქალაქის იგივეობა ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;

ი) დაამოწმოს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა.

3. რწმუნებულს ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით.“;

) დადგენილების დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. ტერიტორიული ორგანოს მართვა

1.    ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას უძღვება რწმუნებული, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.    რწმუნებული კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია ტერიტორიული ორგანოს მიერ მისთვის დაკისრებულ ფუნქციებსა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;

გ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;

დ) ქმნის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად აუცილებელ პირობებს;

ე) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

თ) რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს  ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.“.

2.   დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                        მ. ჭოხონელიძე