დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7930 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 13/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016029 |
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №7930
2011 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 22 მარტის №1205 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლის 58-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„58. გადასახადის გადამხდელთა მიერ სასაქონლო ოპერაციის განხორციელების დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით დეპოზიტის გამოყენების შემთხვევაში დეპოზიტის აღრიცხვა წარმოებს დანართი №5 ფორმის შესაბამისად (დეპოზიტები სახელმწიფო ხაზინაში), რისთვისაც:
ა) სასაქონლო ოპერაციის განხორციელებით წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა სადეპოზიტო ანგარიშიდან ხორციელდება ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე;
ბ) განვლილი პერიოდის ვალდებულების დასაფარად განკუთვნილი თანხები, რომელთა გადატანა სადეპოზიტო ანგარიშიდან არ განხორციელებულა, ექვემდებარება ბიუჯეტში გადატანას ხარვეზის გამოვლენის თარიღიდან;
გ) სადეპოზიტო ანგარიშიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის დაგვიანებით გადატანით გამოწვეული საურავი ექვემდებარება შემცირებას.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ. ებანოიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები